თავში

რა ხარვეზებია ტენდერებთან დაკავშირებით

რა ხარვეზებია ტენდერებთან დაკავშირებით
რა  ხარვეზებია ტენდერებთან დაკავშირებით

ტენდერების მიმართ კრიტიკა საკმაოდ მწვავეა. ერთ-ერთ ხარვეზად ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ტენდერების გაუმჭვირვალობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთი პირების ან კომპანიების გამარჯვებას, რომლებიც მთავრობასთან დაახლოებული არიან, რაც საბოლოოდ ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

გიორგი კაპანაძის თქმით, მსგავსი პრობლემაა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც, რაც სერიოზული კითხვის ნიშნებს აჩენს.

,,ტენდერებთან დაკავშირებით ტენდენცია არ იცვლება და რატომღაც ყოველთვის ის პირები იგებენ, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან არიან დაახლოებული და მათი ნდობით სარგებლობენ. ასე ხდება ყველგან, სადაც ტენდერები ტარდება - თბილისსა და რეგიონებში, ტენდენცია ყველგან უცვლელია. ანალოგიური პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და არც ახლა იცვლება მიდგომა. შეიძლება ითქვას, ტენდერები არის მთავრობის ,,აქილევსის ქუსლი", რომელიც ნაციონალური მმართველობის პერიოდიდან პრობლემაა და ის ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ გამოასწორა. საბოლოოდ ვიღებთ ჩავარდნილ პროექტებს ან უხარისხოთ შესრულებულ სამუშაოებს, რის მაგალითიცაა თბილისის მეტროში განხორციელებული სამუშაოები, რასაც ერთ-ერთ სადგურზე ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა, სერიოზული პრობლემაა საგზაო ინფრასტრუქტურაში, სადაც გზების მშენებლობების ხარისხი ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია. პრობლემა მწვავეა სამეგრელოში, სადაც ტენდერებში მუდმივად ერთი და იგივე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაახლოებული პირები და მათი საახლობლო იმარჯვებს. საილუსტრაციოდ გამოდგება გორის შემთხვევაც, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძირითადად იგებდა ერთ-ერთი დეპუტატის ახლობლის კომპანია, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. სისტემური ხარვეზებია, ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისი ზომების გატარება, რათა მდგომარეობა ერთხელ და საბოლოოდ გამოსწორდეს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე report.ge-თან.

როგორც ვიცით, ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით წუხილი ცოტა ხნის წინ პოლონეთის ელჩმაც გამოთქვა, რის საპასუხოდაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტენდერები პოლიტიკური ნიშნით არ ტარდება.

როგორც მინისტრმა მაჭავარიანმა განმარტა, ტენდერებში საუკეთესო შეთავაზების მქონე კომპანია იმარჯვებს და საქართველო არ ხელმძღვანელობს იმის მიხედვით, რომელი ქვეყნიდანაა კომაპანია. მისივე თქმით, ტენდერების ჩატარების პროცესი გამჭვირვალეა და დონორი ორგანიზაციების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system