თავში

რა ხარვეზია სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით

რა ხარვეზია სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით
რა ხარვეზია სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით

სამშენებლო სფეროს ექსპერტი, იურისტი უჩა ზაქაშვილი სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მიდგომა პრინციპულად არ შეცვლილა და მერია თითქმის იმეორებს იმ ხარვეზს, რაც 2007 წელს მიღებული სამშენებლო ამნისტიით ფიქსირდებოდა.

,,მერიას ვინმეს დახმარება თუ უნდა, მაშინ სოციალური პროექტი გააკეთონ. სასტიკად არ მომწონს მიდგომა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით. ბიზნესმა  თუ წესები დაარღვია და მისი გამოსწორების მექანიზმი არსებობს, როგორც წესი, ამ დროს კომპანიებს სანქციებს აკისრებენ. საჯარიმო თანხის ჩამოწერა დისკრიმინაციულ ელემენტს შეიცავს. ასე გამოაცხადეს ამნისტია 2007 წელს, 13 წელი გავიდა და ისევ 13 წლის წინ დავიხიეთ უკან. ფაქტობრივად, იგივეს გვეუბნებიან, დახმარება უნდა იყოს სხვანაირად, მაგრამ არა ამ ფორმით, ეს არის დარღვევების წახალისება, რაც ჩემი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს სისუსტეა და საკუთრების უფლების დაცვასთან არაფერ კავშირშია. არ მესმის, დარღვევა როგორ უნდა ვაპატიოთ, ბიზნესს, ცოტათი გაურკვეველია. ლოგიკა არ შეცვლილა, იმ ადამიანებმა რა ქნას, ვინც ჯარიმა გადაიხადეს, მათ ამ ფულს არავინ უბრუნებს. დისკრიმინაციული მიდგომაა", - აცხადებს ზაქაშვილი report.ge-თან. 

იურისტის შეფასებით, სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ექსპლუატაციაში მირების პირობებთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

,,ქსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ამიღებული გადაწყვეტილება სავსებით სწორია. აქამდე, დღეს არსებული მდგომარეობით, ექსპლუატაციაში მიღება იყო აბსოლუტური ფიქცია, ამიტომ  ყველა მშენებლს ინტერესი ჰქონდა დაკარგული, შედეგია, რომ ნახევარი თბილისი ცხოვრობს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სწორედ იმიტომ, რომ არ ეკრძალებოდათ გაყიდვა და მოქალაქეების შესახლება. ის პუნქტი, რომ დენს და გაზს არ მიაწოდებენ, სანამ ექსპლუატაციაში არ შევა კორპუსი, ცალსახად კარგი გადაწყვეტილებაა, რაც ამ საკითხს მეტნაკლებად წესრიგში მოიყვანს", - აცხადებს უჩაა ზაქაშვილი.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას შეეხება, გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

მერის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობის და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას.

იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმების და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system