თავში

რა ხდება და რა მოლოდინია რუსეთის ეკონომიკაში

რა ხდება და რა მოლოდინია რუსეთის ეკონომიკაში
რა ხდება და რა მოლოდინია რუსეთის ეკონომიკაში

ოანდემიის ფონზე ეკონომიკური აქტივობა გაუარესდა რუსეთში, რაც, ძირითადად, ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირების და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, გაუარესებული საგარეო სექტორის შედეგია.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით, რუსეთში საგრძნობლად იკლო ექსპორტის მოცულობამ. შემცირდა წარმოების, ნავთობმოპოვებისა და გადამუშავების სექტორი. 

მიუხედავად რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურებისა, წლიური ინფლაცია სექტემბერში 3.7% იყო. 

სსფ-ს ოქტომბრის შეფასებით7, 2020 წლის ეკონომიკური ზრდა რუსეთში -4.1%-ით განისაზღვრა, 2021-ში კი 2.8% იქნება.  ინფლაციის დონე 2020 წელს ისევე როგორც 2021 წელს 3.2%-ია პროგნოზირებული. 

შეგახსენებთ, რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მეტად ლირა და რუბლი გაუფასურდა. ოქტომბერში ლირა გაუფასურდა რეკორდულად 8.2%-ით და ის დოლართან მიმართებაში 8-ის ნიშნულს პირველად გადაცდა. რეგიონის სხვა ვალუტებიდან ყველაზე მეტად რუბლი და ლარი გაუფასურდა, შესაბამისად, 2.4% და 1.5%-ით; სომხური დრამი და ბელორუსული რუბლი გაუფასურდა, შესაბამისად, 0.8%-ით და 0.7%-ით, ხოლო სხვა ვალუტები ძირითადად უცვლელი დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system