თავში

რა ხდება ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე

რა ხდება ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე
რა ხდება ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფქვილსა და პურზე ფასების შესაძლო ზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რა სტრატეგიას აირჩევენ იმპორტიორები, თუ რუსეთი ხორბალზე კვოტებს შემოიღებს.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს რუსულ ხორბლის ბაზარზე დამოკიდებულება იმპორტიორების პრაგმატული გადაწყვეტილებაა, რადგან რუსული ხორბალი დღეს ყველაზე იაფია. თუ ეს ასე აღარ იქნება, მინისტრი ამბობს, რომ ადგილობრივი იმპორტიორებიც ალტერნატულ ბაზრებზე გადაეწყობიან.

ცნობისთვის,ამჟამად ერთი ტონა რუსული ხორბალი $213 ღირს, თუმცა  ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ერთ ტონაზე $12-13 გაიზარდოს. 

რუსეთის გარდა მარცვლეული გაძვირდა უკრაინაშიც, სადაც ხორბლის ფასი ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით 6 დოლარით გაიზარდა, ერთ ტონაზე $207,5 შეადგინა. $8 დოლარით, $227-მდე გაძვირდა ფრანგული ხორბალი, ამერიკული ერთ ტონა ხორბალი  $7-ით გაძვირდა და $247 დოლარი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system