თავში

რა ხდება ნავთობის საერთაშირო ბაზარზე

რა ხდება ნავთობის საერთაშირო ბაზარზე
რა ხდება ნავთობის საერთაშირო ბაზარზე

ნავთობის ფასი გასულ კვირას ორივე ბირჟაზე გაიზარდა, ნიუ-იორკში ფასის მატება დაახლოებით, 3 დოლარი იყო, მისი ამჟამინდელი ღირებულება ბარელზე კი, 56 დოლარსა და 66 ცენტს შეადგენს.


ტრენდი იგივე იყო ლონდონშიც, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება და ფიუჩერსის ფასი 3 დოლარით გაიზარდა, ამჟამინდელი ღირებულება ბრიტანეთში 62 დოლარი და 2 ცენტია.

ინფორმაცია, რომ OPEC-ის ქვეყნები კვლავ აპირებენ მოპოვების შემცირებას ბირჟებზე ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იყო. გარდა ამისა, Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთი მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს იყიდის ამერიკისგან, შეერთებული შტატები კი, გარკვეული რაოდენობის ტარიფებს მოხსნის, ასეთია ბოლო ინფორმაცია, რომელმაც ბაზარზე დადებთი იმპულსები გააჩინა.

საქართველოში ბენზინის ფასები 2-3 კვირაა არ იცვლება. როგორც oilnews იტყობინება, ყველაზე იაფად პრემიუმის ტიპის საწვავის შეძენა „ლუკოილშია“ შესაძლებელი; იქვეა რეგულარის ტიპის საწვავიც. მათი ღირებულება, შესაბამისად, 2 ლარი და 59 თეთრი და 2 ლარი და 45 თეთრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system