თავში

რა ხდება შიდასავალუტო ბაზარზე

რა ხდება შიდასავალუტო ბაზარზე
რა ხდება შიდასავალუტო ბაზარზე

2020 წლის სექტემბერში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 241.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბრუნვაზე 111.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის სექტემბრის მონაცემზე კი - 106.8 მლნ აშშ დოლარით მეტია. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 40.6 პროცენტით, ხოლო წლიურად კი 31.9 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში.

 ცენტრალური ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 59 პროცენტი (აგვისტო - 67 პროცენტი) ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 50 პროცენტი უჭირავს. 

სებ-ის განმარტებით, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შემცირდა და 9 პროცენტია (აგვისტო - 10 პროცენტი), რაც დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

"სექტემბერში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები გაიზარდა. უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობა თითქმის მთლიანად სპოტ-გარიგებებით ხდებოდა (99.5 პროცენტი) და 1,597.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მონაცემთან შედარებით 317.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 130.8 მლნ აშშ დოლარით მეტია. სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (63.3 პროცენტი) მოდიოდა, დანარჩენი კი შინამეურნეობებზე (24.1 პროცენტი) და არარეზიდენტ ბანკებზე (1.4 პროცენტი). საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციების წილი კი 9.1 პროცენტი იყო. სავალუტო ინტერვენციების ახალი, წესებზე დაფუძნებული, მექანიზმის გამოყენებით ეროვნულმა ბანკმა თვის განმავლობაში 24.95 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ამ პერიოდში ჩატარებულ სამ სავალუტო აუქციონზე კი ჯამურად 120.0 მლნ აშშ დოლარი," - აღნიშნულია თვის მიმოხილვაში.

საერთო ჯამში, სპოტ გარიგებებით ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნამ 801.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 165.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წლიურად 48.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

სებ-ის ინფორმაციით, სეგმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ სპოტ გარიგებებით იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის ყიდვებმა 604.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შინამეურნეობების შესყიდვები 158.6 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო არარეზიდენტი ბანკების - 0.5 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ეკონომიკური აგენტების მიერ რაც შეეხება ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოური ვალუტის სპოტ გარიგებებით მიწოდებას, სექტემბერში 796.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 151.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წლიურად 82.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. იურიდიულმა პირებმა გაყიდეს 406.0 მლნ აშშ დოლარი, შინამეურნეობებმა - 226.2 მლნ აშშ დოლარი, არარეზიდენტმა ბანკებმა კი - 19.2 მლნ აშშ დოლარი. ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული აშშ დოლარი 144.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სექტემბერში სავალუტო ფორვარდ გარიგებებით უცხოური ვალუტით (აშშ დოლარით) ვაჭრობამ ბანკებსა და სხვა ეკონომიკურ აგენტებს შორის 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მონაცემთან შედარებით 7.9 მლნ აშშ დოლარით მეტი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 6.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. ფორვარდ გარიგებები ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (88.4 პროცენტი) მოდიოდა, ხოლო დანარჩენი შინამეურნეობებზე (11.3 პროცენტი) და არარეზიდენტ ბანკებზე (0.2 პროცენტი). ფორვარდ გარიგებებით დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ ბანკებისგან უცხოური ვალუტის წმინდა გაყიდვებმა 0.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system