თავში

რა ხდებოდა შიდასავალუტო ბაზარზე თებერვალში

რა ხდებოდა შიდასავალუტო ბაზარზე თებერვალში
რა ხდებოდა შიდასავალუტო ბაზარზე თებერვალში

2020 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. 

საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექ ტური გაცვლითი კურსი 2.7 პროცენტით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი - 2.8 პროცენტით გამყარდა. 

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.8934-დან 2.7905-მდე 3.6 პროცენტით გამყარდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4.4 პროცენტით გაუფასურდა. 

სავაჭრო პარტნიორთაგან თებერვალში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.4 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 12.4 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო ბელორუსში - 4.4 პროცენტი, უკრაინაში - 2.4 პროცენტი, აშშ-ში - 2.3 პროცენტი, რუსეთში - 2.3 პროცენტი, ევროზონაში - 1.2 პროცენტი და სომხეთში - -0.5 პროცენტი.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის თებერვალში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 97.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბრუნვაზე 8.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის თებერვლის მონაცემზე კი - 96.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. 

ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 7.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წლიურად კი 36.4 პროცენტით გაიზარდა. თებერვალში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შემცირებულია: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 56 პროცენტი (იანვარი - 67 პროცენტი) ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. 

დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 53 პროცენტი უჭირავს. 

ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი შემცირდა და 9 პროცენტია (იანვარი - 11 პროცენტი), რაც დაბალი მაჩვენებელია და, ეროვნული ბანკის განმარტებით, სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system