თავში

რა კომერციული ინტერესები აქვს საუდის არაბეთს საქართველოში

რა კომერციული ინტერესები აქვს საუდის არაბეთს საქართველოში
რა კომერციული ინტერესები აქვს საუდის არაბეთს საქართველოში

სასმელი წყალი, ტურიზმი, სამშენებლო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა - ეს ის სფეროებია, რითაც შეიძლება საქართველოს არაბი ინვესტორების ყურადღება მიიქციოს. ამის შესახებ აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ report.ge-თან აღნიშნა. მისი თქმით, საქართველო-საუდის არაბეთს შორის ორმხრივი, წარმატებული შესაძლებლობისთვის დიდი პოტენციალია, რაც ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია.

,,საუდის არაბეთი ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა. აქ საუბარია ორმხრივ თანამშრომლობაზე, ამ ქვეყნის მხრიდან ერთ-ერთი ინტერესი სასმელ წყალს უკავშირდება, რა მხრივაც ჩვენი რესურსი საკმაოდ დიდია. ასევე ტურიზმის სფეროც საყურადღებოა. ჩვენ კი ინეტერესი გვაქვს საწვავთან დაკავშირებით, ეს ძირითადი სფეროებია, რაზეც ამ ეტაპზე შეიძლება აქცენტები გაკეთდეს. არა მარტო სასტუმროები, არაბმა ინვესტორებმა შეიძლება სამშენებლო ბაზარზეც მყარად მოიკიდონ ფეხი, ქვეყანაში მშენებლობის დიდი გამოცდილებაა, ასევე სოფლის მეურნეობაში, აქ ჩადებული კაპიტალისგან გაცილებით მეტ მოგებას მიიღებენ, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში", - აღნიშნავს სილაგაძე და დასძენს, რომ არაბი ინვესტორები კაპიტალის დაბანდების მყარ გარანტიებს ეძებენ, ამიტომ საქართველოსს აინვესტიციო გარემო მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ჩანს. 

,,ინვესტიციებისთვის საქართველო ძალიან მიმზიდველია და ამ პოტენციალის ათვისება შესაძლებელია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ წყლის რესურსის დიდი მარაგი აქვს საქართველოს, რომელიც გამოუყენებელია, 1 %-იც არ არის ათვისებული, ხოლო საუდის არაბეთს ამ მხრივ დიდი ინტერესი გააჩნია, ეს წყალი არანაკლები ღირს, ვიდრე საწვავი, შეიძლება აქვე აშენდეს ქარხნები და ადგილზე ჩამოისხას პროდუქცია საექსპორტოდ, შეიძლება ეს მიმართულება პრიორიტეტად იქცეს. არსებობს ინტერესი ჰიდროსადგურების მიმართაც. მთლიანობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებია, რასაც ორივე ქვეყნისთვის დიდი სარგებელი ექნება", - ამბობს სილაგაძე. 

ცნობისთის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system