თავში

რა კრიტერიუმების მიხედვით ეხმარება მერია საკლუბო ბიზნესს

რა კრიტერიუმების მიხედვით ეხმარება მერია საკლუბო ბიზნესს
რა კრიტერიუმების მიხედვით ეხმარება მერია საკლუბო ბიზნესს

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასიალაია იმ კრიტერიუმებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც მერია საკლუბო ბიზნესს დააფინანსებს. მისი თქმით, კრიტერიუმები წინა პერიოდში გაწეულ დანახარჯებს ეფუძნება.

"მერიის მიერ გამოყოფილი თანხით დასუბსიდირდება კომუნალური გადასახადები, იჯარის ხარჯები, ასევე, სხვა დანახარჯები, მათ შორის სახელფასო და ა.შ. სუბსიდია შეეხება ყველა გონივრულ ხარჯს, რაც დაგროვდა. დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვისზეც ეს სექტორი დგას, მათ შორის მუსიკოსები და არტისტები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას“, - ამბობს ანდრია ბასილაია.

მისივე თქმით, თანხა გაიცემა „შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის“ შუამდგომლობით, რომელშიც გაწევრიანებულია ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც საკლუბო ბიზნესს წარმოადგენს.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ მოქალაქეს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას დაეხმარება. მხარდაჭერი პაკეტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს შეადგენს და ასე ნაწილდება:

  • ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს;
  • ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა;
  • სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.

შეგახსენებთ, პირველი ლოკდაუნის დროს ღამის კლუბებისთვის სექტორული შეღავათი არ ამოქმედებულა. პირველი ლოკდაუნისას კლუბები გასული წლის 24 მარტს დაიხურა. მეორე ლოკდაუნისას კი საქართველოში ღამის კლუბების მუშაობა როგორც დახურულ ისე ღია სივრცეებში გასული წლის სექტემბრიდან აიკრძალა.

მეერიაში ეს გადაწყვეტილება კლუბების მოთხოვნის საპასუხოდ მიიღეს. საკლუბო ბიზნესმა დახმარება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ითხოვა და 4-პუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი გამოაქვეყნა, რომელშიც სექტორი ითხოვდა:

1. საქართველოს მასშტაბით არსებული 55 ბიზნეს ერთეულის მოიჯარეებთან საიჯარო პირობების გათვალისწინებით შემსუბუქების მხარდაჭერა, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ დასუბსიდირებას. 2. იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ამოქმედება; 3. ელექტრონული მუსიკის და საკლუბო სექტორში დასაქმებული ადამიანების, მათ შორის 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანის და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტით სარგებლობა; 4. იმისთვის, რომ პოსტ-კოვიდ მდგომარეობაში სივრცეები უსაფრთხოდ გაიხსნას, სფერო სწრაფი ტესტებით მომარაგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system