თავში

რა მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს ეკონომიკაში - VIDEO

რა მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს ეკონომიკაში
რა მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს ეკონომიკაში - VIDEO

საქსტატის განმარტებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც იძლევა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასების შეასძლებლობას. მათი როლი დიდია ქვეყნის ეკონომიკის განვითრებისთვის.

ინვესტირებისას იზრდება შიდასავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მოცულობა და დაწოლა ლარზე ნაკლებია. ამასთანავე ხდება წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების მასშტაბების გაფართოება, იზრდება დასაქმებაც. გარდა ამისა, ქვეყანას ეძლევა გლობალურ ეკონომიკაში უფრო აქტიურად ინტეგრირების შესაძლებლობაც.

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებაა ფასიან ქაღალდებში, უძრავ ქონებასა და წარმოებაში, რომელსაც ახორციელებს არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორი. არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორი კი არის პირი, რომელიც ფლობს რეზიდენტი საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს.

უცხოური ინვესტიციები, გარდა პირდაპირი ინვესტიციებისა, მოიცავს პორტფელის, ან სხვა სახის ინვესტიციებს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში ითვლება ინვესტიცია, რომელსაც ახორცილებეს პირდაპირ ინვესტორთან იურიდიულად დაკავშირებული სუბიექტიც.

ცნობისთვის, საქართველოში ახლად რეგისტრირებული ყოველი მეშვიდე კომპანია არარეზიდენტის მონაწილეობითაა შექმნილი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ოპერაციას პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს შორის. მათ შორისაა: ახალი კომპანიის დაფუძნება, უკვე მოქმედ კომპანიაში წილის შეძენა-გასხვისება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება-ზარალი, დივიდენდების გაცემა, სესხის გაცემა-გადახდა, საქონლისა და მომსახურების მიწოდება და ა.შ. შესაბამისად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედგება სამი კომპონენტისგან:

სააქციო-საწესდებო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები.

პირაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი ისე უარყოფიი მნიშვნელობა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაანგარიშება ხდება საერთასორისო სავალუტო ფონდისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიებით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყაროეებია: საქსტატის საწარმოთა საგარეო ეკონომიკურის საქმიანობის კვლევა, რომელშიც თავმოყრილია ყოველკვარტლური მონაცემები 9 ათასზე მეტი საწარმოსი, ასევე ეროვნული ბანკის მიერ საქსტატისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფინანსურ სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებვის შესახებ და ინფორმაცია არაეზიდენტი სუბიექტების მიერ პრივატიზებული ობიექტების შესახებ.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაანგარიშება 1996 წლიდან ხდება. მონაცემები ჩაშლილია ქვეყნების, ეკონომიკის სექტორების, რეგიონებისა და კომპონენტების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system