თავში

რა მოხდება თუ ანაკლიის კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს

რა მოხდება თუ ანაკლიის კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს
რა მოხდება თუ ანაკლიის კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს

ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.


კითხვაზე, გაწყდება თუ არა ხელშეკრულება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ან შესაძლოა თუ არა, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს, თუ 15 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა ინვესტორის ხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვა, მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა:

„ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი არის იგივე, რასაც ასეთ დროს ყოველთვის ვპასუხობ. მოდით, დაველოდოთ, ვაცალოთ. იმედს ვიქონიებთ, რომ ვალდებულებები შესრულებული იქნება. არ მინდა წინასწარ რაიმე ნეგატიური მოლოდინი შევქმნა. პირიქით, ჩვენი სურვილია და ჩვენი ქმედებაც აქეთკენ იყო მიმართული, რომ ინვესტორმა ანაკლიაში დროულად შეასრულოს თვისი ვალდებულებები.

ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია და ჩვენ გვაწამს, რომ ინვესტორი მოახერხებს ამის გაკეთებას“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system