თავში

რა მოლოდინია მცირე და საშუალო ბიზნესში

რა მოლოდინია მცირე და საშუალო ბიზნესში
რა მოლოდინია მცირე და საშუალო ბიზნესში

ბიზნესი ერთდროულად პანდემიური და პოლიტიკური პროცესების გავლენას განიცდის. თუკი აქციები დროულად დასრულდება და გართულებების გარეშე ჩაივლის, შესაძლებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზას დაადგეს. ამის შესახებ report.ge-თან მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განაცხადა. ჭელიძე არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები მოხდეს, თუკი მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და მრავალპარტიული პარლამენტი საქმიანობას შეუდგება.

,,არჩევნებმა განაპირობა, რომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. ამან შეიძლება გადაწყვეტილების სიჩქარეზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ ხარისხზე დადებით გავლენას მოახდენს. რაც მთავარია, არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინის პირველი ეტაპი, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია, ჩავლილია, თუ სიტუაცია რ დამძიმდება, შეიძლება, ინვესტიციების მოზიდვაც შევძლოთ. რაც შეეხება ბიზნესს, მძიმე მდგომარეობაა კორონავირუსის გამო, მაგრამ თანდათან გამოსწორდება. მთავრობა გადასახადების გადავადებითა და სხვადასხვა შეღავათით საკმაოდ დაეხმარა კომპანიებს, რომ ეპიდემიასთან გამკლავება შეძლონ. ამას ზოგი ახერხებს, ზოგი - ვეღარ, მაგრამ მთავარია სტაბილურობაა, რაც დაკარგული პოზიციების აღდგენაში ძალიან დაგვეხმარება. ცხადია, სრულად ვეღარ, მაგრამ გაკოტრებული ბიზნესის ნაწილს მაინც, საქმის თავიდან დაწყების და განვითარების შესაძლებლობას მისცემს", - ამბობს ჭელიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა ყველაზე მეტად ქეშის დეფიციტს უკავშირდება, რაც კომპანიების საქმიანობას დიდ დაბრკოლებას უქმნნის.

,,ქეშის დეფიციტი დიდი პრობლემაა მიზნესისთვის, რაც განსაკუთრებით უმუშევრობაზე აისახება. ცხადია, მეტი პრობლემა გველის, რადგან ეპიდემია არ დასრულებულა, მეორე ტალღის მიმართ ნეგატიური მოლოდინებია, რაც ბიზნესის საქმიანობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. მომავალში, თუკი პოსტეპიდემიური პროგრამა შემუშავდება და პოლიტიკურადაც სიტუაცია გამოსწორდები, ჩვენ არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შევძლებთ", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system