თავში

რა ნაწილში შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი

რა ნაწილში შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი
რა ნაწილში შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 75 მილიონი ლარით, ორი მიმართულებით მცირდება. ესაა სამშენებლო მიმართულებები და  საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი.

„არც ერთი პროექტის გაუქმება საბოლოო ჯამში არ ხდება. თუმცა, წლევანდელი წლის ხარჯი ნაკლები იქნება და ეს ხარჯები მომავალ წელს გაიწერება. საფრანგეთის ნაწილში, ეს არის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. კონტრაქტის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა კლება არის საავიაციო ნაწილში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დაფინანსებაშიც.რეალურად, არის დროში გადავადება გარკვეული პროექტების. მათ შორის, იმიტომ, რომ საფრანგეთის მხრიდან მომწოდებელი ვერ შეასრულებს წელს იმ მოცულობის სამუშაოებს, რაც იყო დაგეგმილი. ერთი ნაწილი ეს არის. რაც შეეხება ადგილობრივ პროექტებს, ეს არის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს, თუმცა ამ ორთვიანმა პერიოდმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ერთი მხრივ, თანხები გამოგვეთავისუფლებინა; მეორე მხრივ, ეს პროექტები გრძელდება, დროში იქნება შედარებით გადავადებული, – აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system