თავში

რა ნიშნულზე იყო ივნისში ლარი პარტნიორი ვალუტების მიმართ

რა ნიშნულზე იყო ივნისში ლარი პარტნიორი ვალუტების მიმართ
რა ნიშნულზე იყო ივნისში ლარი პარტნიორი ვალუტების მიმართ

2020 წლის ივნისში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (REER) წინა თვესთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის აპრილთან შედარებით კლებამ 2.1% შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ლარის რეალური გაცვლითი კურსი ძირითადი სავაჭრო ვალუტების მიმართ წ/წ შემდეგნაირად შეიცვალა: ლარი/აშშ დოლარი 3.7%-ით და ლარი/ევრო 3.2%-ით შემცირდა, ხოლო ლარი/თურქული ლირა 0.9%-ით და ლარი/რუსული რუბლი 1.3%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნულ ბანკს სხვადასხვა ბერკეტი აქვს. ერთ-ერთია სავალუტო ინტერვენცია, რომელსაც სებ-ი წელს ხშირად მიმართავს.

"ეროვნული ბანკი აგრძელებს დოლარის მიწოდებას სავალუტო ბაზარზე. 2020 წლის 22 ივლისს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 40 მლნ. აშშ დოლარი და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა. 2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა სულ 270 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა სავალუტო ბაზარს პირდაპირი ინტერვენციების გზით, - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ კვლევაში.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0727 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.6037 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის(13:30 სთ)  Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0775 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system