თავში

რა პირობა სჭირდება მთავრობისგან ბიზნესს

რა პირობა სჭირდება მთავრობისგან ბიზნესს
რა პირობა სჭირდება მთავრობისგან ბიზნესს

ჯანსაღი კონკურენცია, მისაღები ფასი და მოქნილი პირობები - ბიზნესის შეფასებით, მთავარი ფაქტორებია, რამაც  უნდა განსაზღვროს მათი როლი საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობისთვის, რასაც მთავრობა გეგმავს. ამით, ფაქტობრივად, პრივატიზაციის ახალი ტალღა იწყება. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალი კი საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საწარმო, ასევე მაგისტრალურ გზებზე არსებული უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობისა და ლიოჯისტიკისთვის საჭირო სხვადასხვა ლოკაცია, საერთო ჯამში 100 საინვესტიციო შეთავაზება კერძო სექტორისთვის. 

ბიზნესმენების ინფორმაციით, ბიზნესის მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ და ეს პროცესი უფრო ადრეც უნდა  გააქტიურებულიყო .

აუქციონის პირობები მისაღებია ,,ქართული ზეთისხილის" დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძისთვის, რომლის შეფასებითაც, მთავარია, ლარის კურსი დასტაბილურდეს, ამ ეტაპზე სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი დაძლევას, რაც ეპიდემიიდან გამომდიანრეა, ბიზნესი შეძლებს.

,,აგროსექტორით ვართ დაინტერესებული და როგორც კი ეს მიმართულება გამოცხადდა აქუციონზე, დავალება მივეცი ჩემს მენეჯმენტს, რომ შეარჩიონ ჩვენთვის მისაღები ტერიტორიები კახეთის რეგიონში. აუცილებლად მივიღებთ აუქციონში მონაწილეობას, ძალიან კარგი ინიციატივაა, რაც ხელს უწყობს, რომ ყველა არასტრატეგიული აქტივი კერძო სექტორს გადაეცეს, რომელიც ჩადებს ინვესტიციას, დაასაქმებს ხალხს და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ლარის კურსს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია თანხის ბრუნვა და ვიმედოვნებ, რომ კურსს დავასტიმულირებთ. ახლა ის პროცესია, როცა ბიზნესი თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ახალ ინვესტიციებზე, განვითარებაზე ნაკლებადაა ორიენტირებული.  ამიტომ პანდემიურ პერიოდში დამატებითი სესხის აღებისგან, მაგალითად ჩვენც, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს", - ამბობს სვანიძე.

პროექტში უკვე მონაწილეობს კომპანია ,,ოუკლენდი", რომლის დამფუძნებელი დავით უმეკაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ  კომპანიამ შეიძინა სურამში არსებული  6 ჰა ტერიტორია, სადაც მოეწყობა საოჯახო ტიპის დასასვენებელი და საოჯახო კომპლექსი. 

,,ძირითადად აქცენტი იქნება ბავშვთა საოჯახო დასვენება, 5 ჰა-მდე იქნება სარეკრიაციო ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ასწლოვანი ხეები, რომელიც  ძირითადად მუხები და წიწვოვანიო ჯიშის ხე-ნარგავებია. ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონ ლარამდეა. დღესდღობით გენგეგმის დამუშავების პროცესში ვართ და  აქტიურად, უკვე ზაფხულისთვის სამუშაო პროცესს დავიწყებთ, ხოლო პროექტს დაახლოებით 2 წლამდე ვადაში დავასრულებთ. ჩვენ პანდემიის დროს მოვახერხე პროექტში მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლის ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რადგან კერძო სექტორს ყოველთვის სჭირდება მოტივაცია. მსგავსი გადაწყვეტილებები კი ხელს გვიწყობს უფრო გაბედული გადაწყვეტილებების მირებაში", - ამბობს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა იწყებს არასტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,  საუბარია საწარმოებზე, რომლებიც არ არიან სტრატეგიული მნიშვნელობის და ისინი გაიყიდებიან, რათა მათი ეფექტიანობა ამაღლდეს. პირველი 10 საწარმო უკვე არის შემოთავაზებული.

ჯამში სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს ბიზნეს სექტორს. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system