თავში

რა პრობლემას უქმნის ბიზნესს სამუშაო საათების აღრიცხვა

რა პრობლემას უქმნის ბიზნესს სამუშაო საათების აღრიცხვა
რა პრობლემას უქმნის ბიზნესს სამუშაო საათების აღრიცხვა

ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი სხვადასხვა გარემოებაზე საუბრობს, რასაც ბიზნესი დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვისას აწყდება. იურისტი რადიკალურად ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციით  ბიზნესის ნაწილი ან ჩრდილში გადაინაცვლებს ან შრომის რეგულაციის პირობებში საქმიანობას ვერ გააგრძელებს, განსაკუთრებით მომსახურების სეგმენტში. 

,,ახალი რეგულაცია შემოიღეს ისე, რომ საერთოდ შრომის ბაზარი ამ მდგომარეობაში რეალურად შესწავლილი არ იყო.  ჩვენ ვხედავთ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობამ, სამწუხაროდ, არ გამოიღო ისეთი შედეგი, რა სტანდარტსაც უნდა ნერგავდეს რეალურად შრომის უსაფრთხოების ნორმა. დასაქმების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხი, ამ შემთხვევაში არათუ ნაჩქარევია, კვლევით საფუძველზე მისი  საჭიროებაც არ გამოკვეთილა. როგორც წესი, ნებისმიერ რეგულაციას ესაჭიროება წინასწარი კვლევა, რა მოთხოვნაა ბაზარზე, რა საჭიროება და ასევე პროგნოზი, რას შეიძლება ველოდოთ ამ კონკრეტული კანონის მიღებით, რა მოლოდინი აქვთ. ამაზე პასუხს ვერავინ იძლევა და შემოიფარგლებიან მხოლოდ ზეპირი განცხადებით, რომ ევროპის სტანდარტი ითხოვს. რეალურად ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინე, ამ სტანდარტს ეკონომიკური მდგრადობისთვის რა საფუძველი აქვს. ამიტომ მაქსიმალურად კრიტიკული ვარ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებითი წნეხია ბიზნესისთვის", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.

იურისტი ფიქრობს, რომ დაწესებული საკანონმდებლო ნორმა კომპანიებისთვის დამატებითი ხარჯია, რასაც ბევრი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს.

,,ახალი ნორმა ისე შემოიღეს, რომ თვითონ შრომის კოდექსი არ არის დახვეწილი. ამ მიმართულებით მუშაობა რეალურად დაწყებულიც არ არის, ადმინისტრირებაც ვერ მოახდინეს და უკვე ახალი რეგულაციაა, ყველაფერს აქვს თავისი დრო, შესაძლებლობები და გათვლები. ცალსახაა, რომ დღეს შრომის ბაზარზე დამატებითი რეგულაციის საჭიროება არ არის. საწარმოებს სჭირდება მხარდაჭერა, განვითარება, მაგრამ ამის ნაცვლად შრომით ურთიერთობებს ვზღუდავთ. ამით წამახალსიებელი ფაქტორები, რაც კომპანიებში დასაქმებულთათვის არსებობდა, უქმდება. განსაკუთრებით მომსახრების სფეროს ექმნება პრობლემა - აუდიტორულ, მარკეტინგულ და საადვოკატო სერვისებში, ფაქტობრივად მოსპო ამ გადაწყვეტილებამ გარეთ გატანილი ბიზნესის მომსახურება. საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ბიზნესის ნაწილი ჩრდილში გადაინაცვლებს ან შრომის რეგულაციის პირობებში საქმიანობას ვერ გააგრძელებს", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან. 

ცნობილია, რომ კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა დაევალათ. 1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. 

აღმოჩნდა, რომ მაღაზიებმა ვალდებულების შესასრულება ვერ მოასწრეს. ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დამსაქმებლისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება დაჩქარებულად ამოქმედდა და ბიზნესს პანდემიური კრიზისის პარალელურად ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონია. მათი განმარტებით, ქართულ მაღაზიათა ასოციაციის 400-მდე კომპანიიდან 350-ზე მეტი დაჯარიმების რისკის ქვეშაა, რადგან სამუშაო საათების აღრიცხვისთვის მზად არ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system