თავში

რა პრობლემები მოუგვარა ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესს

რა პრობლემები მოუგვარა ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესს
რა პრობლემები მოუგვარა ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესს

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვეში 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა. საქმეების 68%ში უწყებებმა აპარტის პოზიციები ნაწილობრივ ან სრულად გაითვალისწინეს. აპარატის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის ოფისში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 249 მომართვა დაფიქსირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა.

ამ პერიოდში ბიზნესომბუდსმენის აპარტის მიერ გაგზავნილ დასკვნებს შორისაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ბიზნესომბუდსმენის მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამეტნმა ნაწილობრივ გაიზიარა და შედეგად „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში და საგადასახადო კოდექსში ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა დაჭრილი თამბაქოს აქციზით დაბეგვრასთან, აქციზის გათანაბრებასთან და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნა ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები ვირტუალური კენოს თამაშობის მოწყობასთან და სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არარეზიდენტ კომპანიებზე საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის ოპერაციის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების შესახებ. ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვან წილად გაითვალისწინა და რეგლამენტის პროექტში ასახა ბიზნესომბუდსმენის შენიშვნები - „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, თუმცა მაინც რჩება რიგი სადისკუსიო საკითხები, რომლებზეც კონსულტაციები გრძელდება.

აპარატის ცნობით, ბიზნესთან ერთად და მთავრობასთან კონსულტაციებით, გრძელდება განხილვები შრომითი უფლებების რეორგანიზაციისა და შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმირების მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“, „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონ პროექტებსა და სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის მიზნით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინციატივებზე. ასევე, აქტუალურია მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების დანერგვის საკითხი, რომელიც ბიზნეს სექტორთან აქტიური განხილვის რეჟიმშია. ამასთან, ბიზნესომბუდსმენს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი აქვს საგადასახადო კოდექსის დახვეწისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიამრთულებით ბიზნესთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციები. გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით. დღის წესრიგში დგას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრომობილების სათადარიგო ნაწილების და თანმდევი სერვისის დღგ–სგან გათავისუფლების საკითხები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system