თავში

რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა თურქეთის ეკონომიკას

რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა თურქეთის ეკონომიკას
რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა თურქეთის ეკონომიკას

2020 წლის დასაწყისში, ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების პროცესი შეიმჩნეოდა თურქეთში, თუმცა COVID-19 პანდემიამ, სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ეკონომიკური საქმიანობა. გაუარესდა საწარმოო სექტორი, გაუარესდა სამომხმარებლო განწყობები და იკლო დანახარჯებმა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2009 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ბიზნეს განწყობები. შემცირდა ექსპორტის და ინვესტიციების მოცულობაც. კვლავ მაღალია ინფლაციური წნეხი - წლიური ინფლაცია ივნისში 11.6% იყო. სსფ-ს პროგნოზით10, რეალური ეკონომიკური ზრდა თურქეთში -5% იქნება 2020 წელს, ხოლო 2021-ში 5%-ია პროგნოზირებული. რაც შეეხება ინფლაციას, ის 2020 წელს ისევე, როგორც 2021-ში, 12%-იან ნიშნულზეა პროგნოზირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system