თავში

რა პრობლემებს მოხსნის ციფრული არჩევნები საქართველოში

რა პრობლემებს მოხსნის ციფრული არჩევნები საქართველოში
რა პრობლემებს მოხსნის ციფრული არჩევნები საქართველოში

ბლოკჩეინ არჩევნები ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებადაა აღიარებული, თუმცა მისი დანერგვა საქართველოს საარჩევნო სისტემაში, როგორც ჩანს, არც ხელისუფლებას სურს და არც ოპოზიციას.

ციფრული ეკონომიკის მესვეურები და ტრადიციული ეკონომიკის სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ბლოკჩეინ სისტემის ამოქმედებით არჩევნების გაყალბების შანსი ნულს უტოლდება და გამოათავისუფლებს საარჩევნო ხარჯს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მათივე რეკომენდაციით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას დაზოგილი მილიონები მივმართოთ ბევრად საჭირო პროგრამებზე, როგორიცაა სოციალური პროგრამები, საგანმანათლებლო და სხვა, რაც ქვეყნის ეკონომიკას ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს.

ციფრული არჩევნები კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება პანდემიისას, რადგან ხმის მისაცემად ხალხის მობილობა არ იქნება საჭირო, რაც კორონავირუსის გავცელების რიკს არჩევნების მიზეზით ნულამდე დაიყვანს.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია გვიხსნის, რომ ბლოკჩეინით არჩევნების ჩატარება იდეალური იქნებოდა, თუმცა არ აქვს იმედი, რომ ეს მოხდება.

"ბლოკჩეინით არჩევნების ჩატარება იქნება იდეალური რამ, შედეგების გაყალბების საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, ხელისუფალისათვის ასეთი სახის არჩევნების ჩატარება ჯერჯერობით მიუღებელი ჩანს. მიუღებლობა გამოიხატება იმაში, რომ გაყალბების მანიპულების საშუალებას ნულამდე ამცირებს,"- გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ ნების არშებობის შემთხვევაში, მოსახლეობაში 6 თვით ადრე მაინც უნდა დაინერგოს ელემენტარული ცოდნა, თუ როგორ ისარგებლონ ბლოკჩეინ სისტემით.

ციფრული არჩევნების სიკეთეებზე საუბრისას შენგელია ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბლოკჩეინით საარჩენო ხარჯები გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღევანდელი სახით ჩატარებული არჩევნების დროს აქვს ბიუჯეტს. 

"მთავარია, დაინერგოს ეს სისტემა და შემდეგ საჭირბოროტო საკითხების რეფერენდუმის სახით გადაწყვეტაც რომ მოუნდეთ, პრობლემა არ იქნება, რადგან ორგანიზება და შედეგების დათვლა, ფაქტობრივად, რაიმე სერიოზული ფინანსური რესურსების მობილიზაციას არ მოითხოვს," - აცხადებს შენგელია.

ცნობისთვის, ციფრული არჩევნების საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობს ექსპერტი ვეფხია გიორგაძეც. მისი თქმით მხოლოდ ციფრული არჩევნებით იქნება გარანტირებული დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია, ყველაზე ეკონომიურიც. გიორგაძე ამბობ, რომ ბლოკჩეინ არჩევნებში ანულირდება საარჩევნო ხარჯი, რითაც ბიუჯეტი სოლიდურ თანხას დაზოგავს. გიორგაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ციფრულ არჩევნებში ჩართვა შეეძლებათ ემიგრანტებსაც, აფხაზ და ოს ძმებსაც, რაც ჩვენს ინეგრაციას შეუწყობს ხელს. 

ცნობისთვის, შარშან პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდა. უშუალოდ საარჩევნო ღონისძიებებზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი 15 მილიონი კი, ბიუჯეტს პოლიტიკური პარტიების შენახვა დაუჯდა.  ცესკო 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 42,760,652 ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system