თავში

რა პროდუქტები მიაწოდა წელს საქართველომ სავაჭრო პარტნიორებს

რა პროდუქტები მიაწოდა წელს საქართველომ სავაჭრო პარტნიორებს
რა პროდუქტები მიაწოდა წელს საქართველომ სავაჭრო პარტნიორებს

2021 იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16.6%-ით აჭარბებს. საქსტატის დღეს განახლებული საგარეო ვაჭრობის 4 თვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. შემცირებულია მხოლოდ მსუბუქი მანქანების ექსპორტ. ცნობისთვის, საქართველო მანქანებს არ აწარმოებს. საუბარია ავტომობილების რეექსპორტზე. 

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $264.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 22.3%.

მსუბუქი ავტომობილები - $125.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 10.7%.

ფეროშენადნობები - $111.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21.3%.

ღვინოები - $66.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.5%.

სპირტიანი სასმელები - $44 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 40.9%.

მინერალური და მტკნარი წყლები - $41.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.9%.

აზოტოვანი სასუქები - $36.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%.

თხილი და კაკალი - $30.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 108.9%;.

მედიკამენტები - $28.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%.

ტრიკოტაჟის ნაწარმი - 23.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 104.7%.

სხვა დანარჩენი საქონელი - $426 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.6%.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system