თავში

რა რჩება პრობლემად აგროდაზღვევაში

რა რჩება პრობლემად აგროდაზღვევაში
რა რჩება პრობლემად აგროდაზღვევაში

მთავრობის მხრიდან ბოლო წლებში გაწეული აქტიური კამპანიის მიუხედავად, აგროდაზღვევის მიმართ საქართველოს მოსახლეობა დიდი ინტერესით არ გამოირჩევა. მართალია, დაზღვეული ფართობების მიოცულობა მატულობს და მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანაში მოთხოვნა აგროდაზღვევაზე მაინც დაბალ დონეზეა. ასე ფიქრობს აგროექსპერტი, პროფესორი პაატრა აროშიძე, რომელიც report.ge-თან საუბრობს მიზეზებზე, რამაც ამ მხრივ ნეგატიური როლის იქონია და დარგის სტიმულირება ვერ მოახდინა.

,,სერიოზული ღონისძიებებია გაწეული, რომ ქვეყანაში აგროდაზღვევის სტიმულირება მოხდეს, მთავარობას ამას ვერ დავუკარგავთ.  წლებია, აქტიურად მიდის საუბარი, მაგრამ მოცემულობა მაინც სახარბიელო არ არის. მზარდი ტენდენციის მიუხედავად, აგროდაზღვევის ბაზარი სათანადოდ განვითარებული არ არის. სამწუხაროდ,  ვერ გამოინახა ის ვექტორი, რომელიც მოსახლეობას დააინტერესებს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ სადაზღვევო კომპანიების უარყოფითი როლიც, რის გამოც მოსახლეობის მხრიდან აგროდაზღვევას ნდობა არ აქვს. ერთადერთი მიდგომა არის სწავლებაში, ფერმერების დარწმუნება, რომ დაზღვევა შედეგს მოიტანს. ხალხს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ დაზღვევით სარგებლობა ფულის ტყუილი ხარჯვაა. ამ დროს რეგიონებში, სადაც სტიქიური მოვლენები ხშირია, აგროდაზღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელობისაა.  არ შეიძლება, მუდმივად იოლ გამოსავალს ეძებდეს ხალხი, ურჩევნით, ბუნების ნებაზე მიუშვან მოსავალი, ვიდრე სადაზღვევო სერვისებით ისარგებლონ", - ამბობს აროშიძე.

აგრარული სფეროს ექსპერტი, პროფესორი ჯუმბერ ფანჩულიძე,რომლის შეფასებითაც აგროდაზღვევის მიმართულებით სერიოზული ძვრებია და საქართველოს ნაბიჯები ამ მიმართულებით შეიძლება შეფასდეს, როგორც საუკეთესო.

,,წლების წინ ხალხმა არც იცოდა, რა არის აგროდაზღვევა და რა სიკეთის მიღება შეეძლოთ ამ მომსახურებუის გაწევით. ის, რომ მეტი ადამიანი არის ჩართული პროგრამაში და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს, სწორედ მთავრობის მხრიდან განხორციელებულიბ ღონისძიებნების შედეგია. მესმის, რომ დაზღვევის სარგებლიანობაში გლეხების დარწმუნება მარტივი არ არის, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ამ მხრივ ყველგან რთული სიტუაციაა და ჩვენ, ბევრისგან შედარებით, აშკარად მეტ წარმატებას მივაღწიეთ. მით უმეტეს, ახალი მიმართულებებნიც დაემატა, რაც იძლევა იმედს, რომ მეტი შედეგი მიიღწევა და ჩამორჩენა დაიძლევა", - ამბობს ფანჩულიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა მოსავალს 4 ძირითადი სტიქიური მოვლენისგან აზღვევს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ. სამინისტროს აგროდაზღვევის განვითარების განახლებული სტრატეგია მზად აქვს.

ბოლო მონაცემებით, აგროდაზღვევის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სუბსიდიის თანხა აგროდაზღვევაში 8 მლნ ლარს აჭარბებს. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system