თავში

რა რისკი ახლავს მანქანების განბაჟების გადავადებას

რა რისკი ახლავს მანქანების განბაჟების გადავადებას
რა რისკი ახლავს მანქანების განბაჟების გადავადებას

იმპორტიორები ავტომობილების განბაჟების გადავადების გადაწყვეტილებას იწუნებენ. როგორც ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ report.ge-ს აცნობა, ინიციატივა ხელს უწყობს, რომ მეტი ავტომობილი შემოვიდეს, თუმცა განუბაჟებელი მანქანებზე დაწესებული ყოველდღიური გადასახადი მათ მფლობელებს ფინანსურად დააზარალებს. აქედან გამომდინარე, ჯამაგიძე აცხადებს, რომ განბაჟების ვადის გახანგძლივება ბაზრისთვის ხელისშემშლელი უფროა, ვიდრე ამისგან მიღებული სარგებელია.

,,გამოდის, რომ ბევრი მანქანა ივლის ტრანზიტული ნომრით, რომელიც გაცემულია დროებით მოხმარებაში. ყოველი დღით სარგებლობის საფასური 1 ლარია. ფაქტია, რომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე ტრანზიტული ნომრებით იმოძრავებენ. ტექნიკურად არასწორი და გაუმართლებელი მიდგომაა, რადგან მანქანები აღრიცხვაზე არ არის, ტექდათვალიერება არ იქნება გავლილი (განუბაჟებელ ავტომობილზე ეს ვალდებულება არ ვრცელდება). შესაბამისად, ესეც პრობლემაა. ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა, რომელიც ხელს კი არ უწყობს, ქაოსის გამომწვევი გახდება. თუმცა, ბიუჯეტში ამით ფული შევა. ალბათ, გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნით არის მიღებული, არ გამოვრიცხავ. სავარაუდოდ, ავტომობილების ფასზეც მოახდენს გავლენას, რადგან ჭარბ პროდუქციას შესაბამისი ფასის კლება ესაჭიროება, სხვანაირად ის ვერ გაიყიდება. რეექსპორტი კი ისედაც რთულია. ფინანსური მდგომარეობა არ არის ნორმალური და ვინ ყიდულობს მანქანას, ჩემთვის ესეც გაუგებარია. გარდა ამისა, ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც შიდა გადაადგილებას ხელს შეუშლის", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system