თავში

რა რისკი ახლავს ნაღდი ფულის ნაკადს

რა რისკი ახლავს ნაღდი ფულის ნაკადს
რა რისკი ახლავს ნაღდი ფულის ნაკადს

"საბანკო სექტორის მოგება დადებითად დამოკიდებულია მოკლევადიან და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, თუმცა ეს დამოკიდებულება არაწრფივია. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის მომგებიანობა ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია," - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ი) კვლევაში  "ნაღდი ფულის ნაკადის რისკის შეფასება საქართველოს საბანკო სექტორისათვის".

კვლევითი ნაშრომი სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლებმა მოამზადეს. კვლევის მიზანია საბანკო სექტორის მოგების განაწილების შეფასება ლიკვიდობის რისკის განსასაზღვრავად, რისთვისაც განხილულია ნაღდი ფულის ნაკადის რისკი (Cash Flow at Risk - CFaR). შეფასებები წარმოდგენილია როგორც მთლიანი საბანკო სექტორისთვის, ასევე საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკისათვის ცალ-ცალკე. ნაშრომში გათვალისწინებულია მონეტარული პოლიტიკის საბანკო სექტორის მოგებაზე შესაძლო არაწრფივი ზეგავლენა. მედიანურ შეფასებებთან ერთად წარმოდგენილია კვანტილური რეგრესიის შედეგებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ განაწილების ბოლოებთან დაკავშირებული რისკები. კვანტილური შეფასების თანახმად, ბანკის მოგებასა და შემოსავლიანობის მრუდს შორის დამოკიდებულება ასიმეტრიულია. 

"მიღებული შედეგების თანახმად, „ნორმალურ" (მედიანურ) ვითარებაში ნეიტრალურზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის კლება ბანკების მოგებას ამცირებს, ხოლო ლიკვიდობის სირთულეების დროს (ქვედა პროცენტილზე) ნეიტრალურზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის შემცირება კი, პირიქით - ბანკების მოგებას ზრდის. კვანტილური შეფასების თანახმად, ბანკის მოგებასა და შემოსავლიანობის მრუდს შორის დამოკიდებულება ასიმეტრიულია. შედეგები ასევე გვიჩვენებს ბანკის ლიკვიდობის რისკის დამოკიდებულებას სხვა მაკრო ცვლადებზეც. შეფასებები გაკეთებულია როგორც მთლიანი საბანკო სექტორისთვის, ასევე საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკისათვის ცალ-ცალკე," - განმარტავს სებ-ი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system