თავში

რა რისკი ახლავს საჰაერო საზღვრების გახსნას

რა რისკი ახლავს საჰაერო საზღვრების გახსნას
რა რისკი ახლავს საჰაერო საზღვრების გახსნას

საქართველოში ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები (ერთობლივად აღებული), - ამის შესახებ აღნიშნულია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნებისთვის (და არამარტო; იხილეთ სრული სია) საჰაერო საზღვრების ოფიციალურად გახსნაზე, ერთის მხრივ, შესაძლოა, შვების მომტანი იყოს ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ახალი რისკის წინაპირობად შეიძლება იქცეს. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა ტურისტებსაც საქართველოს ტურიზმში დიდი წილი აქვთ, კოვიდ-19-ის შემთხვევები საქართველოზე მეტია, საზღვრების გახსნამ შეიძლება ახალი რისკი წარმოშვას პანდემიის კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველომ გადაწყვიტა, რომ მთლიანად მოეხსნა შეზღუდვები, სრულად აცრილი მოგზაურებისთვის. ყველა ვიზიტორს, ვისაც მიღებული აქვს კოვიდ-19 ის ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზა, შეუძლია საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენის ვალდებულების გარეშე," - ვკითხულობთ კვლევაში.

Colliers Georgia აანალიზებს იმ ქვეყნების ვაქცინაციის პოლიტიკასა და პროგნოზებს, რომლებსაც გავლენა აქვთ საქართველოს ტურიზმზე.  ტურისტების უდიდესი წილი მოდის რუსეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე, სომხეთსა და ევროკავშირის ქვეყნებზე. საჯარო პირებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების განცხადებების მიხედვით, ვაქცინაცია პროგნოზირებულია ამ ქვეყნებში მთლიანი მოსახლეობის 40%-იდან 70%-მდე ნაწილში, 2021 წლის ზაფხულის დასასრულიდან წლის ბოლომდე, (მხოლოდ სომხეთს გააჩნია შეზღუდული ვაქცინაციის გეგმა). აღსანიშნავია, ისიც რომ Economist Intelligence Unit (The EIU) მიხედვით, მოლოდინები საქართველოსა და სომხეთში სრულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაიწია 2023 წლისთვის. 

"რთულია იმის გარანტირება, რომ ეს პროგნოზები სრულად რეალიზდება, თუმცა ამ წინაპირობების გათვალისწინებით საქართველოს საერთაშორისო ტურიზმს ექნება პოტენციალი იმისა, რომ აღდგეს 30%-35%-ით 2021 წლის ბოლოსთვის, 2019 წელთან შედარებით, ძირითადად ზაფხულის სეზონის ხარჯზე," - განმარტებულია კვლევაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system