თავში

რა როლი აქვს შიდატურიზმში დედაქალაქს

რა როლი აქვს შიდატურიზმში დედაქალაქს
რა როლი აქვს შიდატურიზმში დედაქალაქს

2020 წლის მესამე კვარტალში შიდატურიზმის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40.8 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში.

დღეს საქსტატმა შიდატურიზმის მონაცემები განაახლა. 

ვიზიტორების ოდენობით დედაქალაქელების შემდეგ  მოდის იმერეთი საერთო ვიზიტორების 13.3 პროცენტით, შემდეგ პოზიციებზეა:რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 262.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 212.7 ათასი ვიზიტი თვეში). 

2020 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (38.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 148.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 312.2 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტით მეტია 2019 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system