თავში

რა საფრთხეს ქმნის გაუფასურებული ლარი

რა საფრთხეს ქმნის გაუფასურებული ლარი
რა საფრთხეს ქმნის გაუფასურებული ლარი

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში ფოქრობენ, რომ ამჟამად ეკონომიკის, ბიზნესის და ალბთა მთელი ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა გაუფასურებული ლარია.

სოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია მთავრობას ურჩევს, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ყურადღება ეროვნულ ვალუტას დაუთმოს. მისი თქმით, ესაა ის უპირველესი და უმწვავესი გამოწვევა მომავალი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდისთვის, რომლის მთავარი ფუნქცია აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ქვეყანა ჩიხში არ შევიდეს.

„ლარის გაუფასურება კიდევ უფრო მეტად შეიყნას ჩიხში ეკონომიკას. ისედაც საკმაოდ კრიზისულ ზღვარზეა ინფლაცია მისული და მოდის ზამთარიც, როცა, როგორც წესი, იზრდება იმპორტის წილი ქვეყანაში და საკმაოდ გაძვირებული იქნება პროდუქტები ამ პერიოდში. პოლიტიკური არასტაბილურობა გასაგებია, რაღაც პერიოდი იქნება. არაერთხელ გამოგვივლია, თუმცა იმიტომ არსებობს მმართველი პარტია, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“,- აღნიშნა ჭყონიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system