თავში

რა საფრთხეს უქმნის ეკონომიკას ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

რა საფრთხეს უქმნის ეკონომიკას ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
რა საფრთხეს უქმნის ეკონომიკას ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკაში არსებულ მძიმე სიტუაციაში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა წამგებიანია და დიდ ნეგატიურ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ცალკე პრობლემა, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, სახელმწიფო ქაღალდების სავაჭრო სისტემას უკავშირდება, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს და მის საჭიროებას ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ვერც ხედავს, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის ცეტრალური ბანკის მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულების მანიშნებელია.

,,ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ობლიგაციებს, ნაწილს, მიმართავს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, რაც სწორად არ მიმაჩნია. ამით ადგილი აქვს თანხის ამოღებას ეკონომიკიდან, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ისედაც გაჭირვებულ ეკონომიკაზე. სხვა საკითხია, რამდენად  იქნება ეს ფული ეფექტიანად დახარჯული, ეს უკვე ფინანსთა სამინისტროზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკას, მთელ მსოფლიოში სახაზინო ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდების ახალი ემისიები შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში ნაკლებია, რამდენადაც ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და თანხის ამოღება დამატებით ცუდ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ამასთან ხარჯვის მიზნობრიობაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, მთავრობა თუ მიმართავს ისევ და ისევ სახელმწიფო აპარატის ხარჯის დაფინანსებისთვის და არაეფექტიანად  განკარგავს ამ ფულად რესურსს, მთლიან ეკონომიკურ სისტემაზე ეს ფაქტორი ნეგატიური გავლენის მომხდენი იქნმება", - ამბობს ხომიზურაშვილი.

რაც შეეხება, ფასიან სახელმწიფო ქაღალდებს და ობლიგაციებს, მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ არ აქვს შექმნილი ერთიანი მობილური სავაჭრო სისტემა, სახელმწიფო ობლიგაციების თვალსაზრისით, სადაც შეიძლებოდა ინტენსიურად მომხდარიყო ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რასაც ვახტანგ ხომიზურაშვილი ეროვნული ბანკის ძალიან დიდ მინუსად მიიჩნევს. 

ცნობისთვის, 2021 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 550 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.540 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system