თავში

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ნარჩენებს

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ნარჩენებს
რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ნარჩენებს

საქართველოში მეორადი საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC წარმადობას ზრდის. კომპანიის დირექტორმა გივი ბაზღაძემ  report.ge-ს განუცხადა, რომ USAID -ის დაფინანსებით შესაძლებელ გახდა ტექნიკა-დანადგარების შეძენა, რომლის საშუალებით წარმოების მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი.  

ამ ეტაპზე დღიურად (8 საათის განმავლობაში) TRC 2 ტონა საბურავის ნარჩენს გადაამუშავებს. ახალი მანქანა-დანადგარის გამოყენებით ეს მაჩვენებელი 10-12 ტონას მიაღწევს. ხოლო უცხოური გრანტის მოცულობა 500 000 ლარს შეადგენს. 

საწარმო 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით შეიქმნა. პროექტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანიამ უკვე გადაამუშავა 900  2500 ტონა ნარჩენი, ეკონომიკური თვალსაზრისით კი, ნარჩენებიდან შესაძლებელია ასულობით ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც სამომავლოდ იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს.

,,ახალი დანადგარები შემოგვაქვს, რაც საწარმოს სრულიად ახალ სტანდარტზე გადასვლის და განვითარების საშუალებას მისცემს. TRC ბაზარზე ერთადერთი კომპანია, რომელიც მეორად გადაყრილ საბურავებს გადაამუშავებს. აქედან ვიღებთ რეზინის გრანულებს, ტექსტილის ბოჭკოს და რკინის ნამცეცებს. რეზინის გრანულებს ვიყენებთ მულტიფუნქციური მოედნებისთვის, ამით სპორტული მოედნების გახსნასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. ქვაფენილიან ქუჩებში, რომელიც საკმაოდ ხმაურიანია, შესაძლებელია ასეთი ტიპის ასფალტის დაგება. ჩვენ დავნერგეეთ სტანდარტი,  წინა წელს გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ თბილისის 10 მუნიციპალიტეტი აქამდე 3 მილიონი ლარის კაუჩუკის ფილებს მოიხმარდა. ეს პროდუქცია ძირითადად თურქეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირია. თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებაზე გადავალთ, ჩვენი პროდუქტი იმპორტირებულზე 2-ჯერ იაფი დაჯდება. აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ქვეყანაში რეზინის ასფალტის წარმოება განვითარდეს. ჯამში, რამდენიმე ინოვაციური პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. ეს იქნება ერთგვარი მესიჯი საზოგადოებისთვის რომ საბურავების გადაგდება არ შეიძლება. აქამდე მეორადი საბურავები მთელი საქართველოს პრობლემა იყო, მაგრამ საქართველოში ამ პრობლემის მოგვარება უკვე შესაძლებელია", - აცხადებს გივი ბაზღაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეორადი საბურავები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან და იაპონიიდან შემოდის. ამორტიზებული საბურავების გადამუშავება განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილისთვისაც კი პრობლემაა, ამიტომ ისინი ნარჩენების თავიდან მოსაცილებლად საქართველოს მსგავს ქვეყნებს იყენებენ.

საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ მეორადი საბურავების პრობლემა მოგვარდეს და ხელი შეეწყოს წარმოების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system