თავში

რა სჭირს ლარს? - ბიზნესის შეფასება

რა სჭირს ლარს? - ბიზნესის შეფასება
რა სჭირს ლარს? - ბიზნესის შეფასება

ლარი იქცევა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით, - ასე აფასებს კომპანია "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ლარის გაუფასურების ტენდენციას. მისი თქმით, რეალურად საზოგადოება ვალუტას არ ენდობა, ლარიც შესაბამისად, მოძრაობს.

"აღქმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ა.შ – ეს აღქმაა ძირითადი ფაქტორი, რომ ჩვენ არ ვენდობით ეროვნულ ვალუტას. ეს არის პრინციპი, რის გამოც ლარი, როგორც თერმომეტრი, ასე იქცევა სხეულის არაჯანსაღ მდგომარეობაზე, თუმცა ლარი მართლა ჯანსაღი ორგანიზმია, როგორც ინდიკატორი იმ მოვლენების, რაც საზოგადოებაში ხდება", - განუცხადა Report.ge-ს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

"კოკა-კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია კი ამბობს, რომ არასწორია მიდგომა, როცა ლარის მძიმე მდგომარეობას საგარეო შოკებს აბრალებენ.

"ლარს რა სჭირს და, მაგალითად, რომ საუბრობენ თურქულ ეკონომიკაზეა მიბმულიო, ასეთი წინადადება მაქვს, თურქეთში წავიდეთ სამუშაოდ და დავეხმაროთ ლარს. გავაჯანსაღოთ თურქეთი და ლარიც გაჯანსაღდება, ალბათ... ლარი ეკონომიკის თერმომეტრიცაა და ისეთი საშუალებაცაა, რომლის გამოყენებაც რაღაცებში [შეიძლება]. რაღაც პერიოდში ცვლილებები ხდება. ყველაზე კარგია, როცა ლარს ასეთი რყევები აქვს და ყველა გვაწყნარებს ნუ ღელავთო, ყველაფერი კარგად არისო. მე რომ ვანგარიშობ, ვხედავ, რომ არ არის კარგად, მაგრამ უნდა შევეგუოთ...აღარ ვეწყობით უკვე, მივეჩვიეთ. როგორც ლარია დინებას მიშვებული, ჩვენც ასე მივყვებით ამ დინებას, სადაც ის გადაიჩეხება, ჩვენც გადავყვებით," - აღნიშნა თემურ ჭყონიამ Report.ge-სთან.

"ლარის გაუფასურებას ექსპორტით ვაკომპენსირებთ“-ასე შეაფასა „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგი ბიზნესზე. მისი ინფორმაციით, ექსპორტის შედეგად რეალიზებული პროდუქციის შედეგად კომპანიაში დოლარი შემოდის, ლარის გაუფასურებით გამოწვეულ დანაკარგებსაც კომპანია ასე აკომპენსირებს.

როგოც გოგლიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში ასევე მომატებულია გაზის და ელექტროენერგიის საფასური, გაიზარდა ნედლეულის ფასიც, რაც ადგილობრივ წარმოებას რთულ ვითარებაში აყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system