თავში

რა შანსი აქვთ ქართულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს

რა შანსი აქვთ ქართულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს
რა შანსი აქვთ ქართულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს

პირველად საქართველოში ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეიქმნება. 

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ქართული „ლოუკოსტერის“ შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ამის შესახებ report.ge-ს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ აცნობა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და როგორც კი შეთანხმება შედგება, ახალ ქართულ კომპანიას, მაქსიმუმ, 2-3 თვეში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.

მზაობის შემთხვევაში, როგორც კოდუა ამბობს, საქართველოს დროშის ქვეშ მფრინავი, ორი „ეარბასის“ ბაზა ქუთაისის აეროპორტი გახდება. 

,,ეროვნული ლოუკოსტერის შექმნის გეგმა გვაქვს და ამჟამად ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. გამომდინარე იქედან, რომ Wizz air-ს ჰქონდა ბაზა და ჰყავდა ორი ბორტი „ეარბას-320“ თვითმფირნავი, ანუ ზუსტად ამის სანაცვლოდ, გვაქვს გეგმა, ისევ ორი „ეარბასი“ დადგეს იქ, ოღონდ ამჯერად ქართული დროშის ქვეშ მფრინავი ქართული კომპანიის. 2 წელია, რაც ეს საკითხი განიხილებოდა, ავიაციაში 3 ტიპის მოდელია: ლოუკოსტი, სტანდარტული და რეგიონალური. ჩვენ ,,ლოუკოსტის" მოდელით უნდა დაგვეწყო ფერენები, ამისთვის მთელი სისტემა უნდა შეგვესწავლა, ყველა ეტაპი გავიარეთ, რაც მთავარია, ინვესტორი მოვიზიდეთ, ახლა მთავარი მთავრობის გადაწყვეტილებაა. ჩვენ გავაკვირვებთ მოსახლეობას დაბალი ფასით და კონკურენციას გავუწევთ მათ შორის, Wizz air-ს. ამისათვის საჭიროა ინვესტორის და სახელმწიფოს ერთიანი ნება და ძალისხმევა. ჩვენ დავდებთ Wizzair-ზე უკეთეს ფასს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების დარჩენილი 20%-იც დადებითად გადაწყება. ფასები იქნება უკეთესი, დამატებით გაეწევა მგზავრებს შეღავათი, რაც აქამდე არ იყო და კიდევ უფრო კარგი პროდუქტი დაიდება ბაზარზე, ამაზე მუშაობს მთელი ჯგუფი, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გავწიოთ", - აცხადებს გიორგი კოდუა.

რაც შეეხება რეგულარული ფრენების განხორციელებისთვის მთავრობის ხელშეწყობას, როგორც კოდუა ამბობს, ამისთვის მთავარი შეღავათიანი გადასახადები და მარკეტინგული დახმარებაა, რაც, მისი თქმით, მოლაპარაკებებშიც განიხილეს და საქართველოს ხელისუფლება ასეთი მხარდაჭერისთვის მზადაა.

,,ახალი თვითმფრინავები გვეყოლება. სადაც ვიფრენთ, იმ ქვეყნებში შესაბამისი პროცედურებია ჩასატარებელი. ერთი მთლიანი სისტემა უნდა შეიკრას. მგზავრს ექნება პირდაპირ წვდომა იაფ ბილეთებზე, სერიოზული მუშაობა მიდის, რომ პირდაპირ საიტებზე, დისტრიბუტორების გარეშე შეძლონ მგზავრებმა ბილეთების ყიდვა. რამდენიმე ასეულობით დოლარი გვჭირდება ტექნოლოგიების დასახვეწად, ეს თანხა მოძიებულია, საბოლოოდ მივიღებთ დაბალ ფასებს, ხოლო 2-3 თვეში შეიძლება ჩვენ ფრენები განვახორციელოთ. ევროპას აქვს ასეთი მიდგომა - მარკეტინგული დახმარების პროგრამა. საერთაშორისო ფრენებია და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენას და გარეკლამებას. სახელმწიფოს ინტერესია, ქვეყნის პრომოუშენი გააკეთოს და აქ უკვე ჩვენი ინტერესების თანხვედრა მოხდეს. თავის მხრი, ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდება და შევძლებთ უცხოელ მგზავრებს, ჩვენი პროდუქტი შევთავაზოთ და მოვიზიდოთ მომხმარებლები", - აცხადებს გიორგი კოდუა.

ცნობისთვის, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შექმნის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს მიერ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system