თავში

რა შემთხვევაში სჭირდება გლეხს რეგისტრაცია სურსათის რეალიზაციისთვის

რა შემთხვევაში სჭირდება გლეხს რეგისტრაცია სურსათის რეალიზაციისთვის
რა შემთხვევაში სჭირდება გლეხს რეგისტრაცია სურსათის რეალიზაციისთვის

საქართველოში სურსათის ზოგიერთი მწარმოებლისთვის აუცილებელია რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედებს საჯარიმო სანქცია.

მაგალითისთვის, თუ შინამეურნეს რამდენიმე სული საქონელი გყავს და მისგან მიღებულ პროდუქტს მხოლოდ საკუთარი ოჯახში მოიხმარს, მას სახელმწიფო განიხილავს, როგორც ოჯახური წარმოების სუბიექტს და არ საჭიროებს რეგისტრაციას, მაგრმა თუ გლეხს ჰყავს არაუმეტეს 5 სული საქონელი და მის რძეს, რძის პროდუქტებს ან ხორცს თავადაც მოიხმარს და ხანდახან ყიდის აგრარულ ბაზარზე, ის ითვლება არაორგანიზებულ მწარმოებლად და აუცილებელია დარეგისტრირდეს. 

არაორგანიზებულ მწარმოებელსა ბიზნესოპერატორს განასხვავებს მხოლოდ მათ მფლობელობაში არსებული საქონლის სულადობრივი რაოდენობა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ოდენობაა. 

არაორგანიზებული მწარმოებელია ის ვინც ფლობს, არაუმეტეს 5 საქონელს, არამეტეს 15 ცხვარს, არაუმეტეს 300 ქათამს, არაუმეტეს 10 ბოცვერს, არაუმეტეს 10 სკას და არაუმეტეს 2 ჰექტარ მიწას.

ის, ვინც პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, ვალდებულია რეგისტრაციისთვის მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. რეგისტრაცია უფასოა.

თუ თქვენ 5 სულ საქონელზე, 15 ცხვარზე, 300 ქათამზე, 10 ბოცვერზე, 10 სკასა და 2 ჰექტარზე მეტი მიწა გაქვთ და ეწევით ფერმერულ მეურნეობას, ახდენთ პროდუქციის რეალიზაციას, თქვენ ხართ ბიზნესოპერატოტრი და გეკისრებათ ვალდებულება დარეგისტრირდეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ექვემდებარება ჯარიმას. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადა ერთი წელია და ის ყოველწლიურად უნდა განაახლოთ.  აქვე გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გარდა ზოგიერთი მწარმოებელი საჭიროებს აღიარება-ლიცენზირებასაც.

უფრო დეტალური ინფორმაციისტვის მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრს და შემოსავლების სამსახურს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system