თავში

რა შემთხვევაში შემოვა უპირობოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები

რა შემთხვევაში შემოვა უპირობოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები
რა შემთხვევაში შემოვა უპირობოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები

"ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ, საქართველოში შემოსვლა შეეძლება," - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ითვალისწინებს, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად.

"ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system