თავში

რა შესაძლებლობებს უჩენს კორონავირუსი საქართველოს

რა შესაძლებლობებს უჩენს კორონავირუსი საქართველოს
რა შესაძლებლობებს უჩენს კორონავირუსი საქართველოს

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანა კვარაცხელია ამბობს, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს ეძლევა შანსი, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

კვარაძცხელიას აზრით კორონავირუსი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უჩენს.

"შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ პროდუქციის მარაგებზე დაიწყონ უფრო აქტიურად მუშაობა. საუბარია იმაზეც, რომ წარმოების კუთხით ქვეყნების პრიორიტეტები შეიცვლება და შეიძლება, ჩინეთიდან ბევრი წარმოება გავიდეს სხვადასხვა ქვეყნებში, რაშიც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს. აქ არის ლოიალური, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, კომფორტული ბიზნეს გარემო, იაფია მუშახელი, სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად და ლოგისტიკურად არაჩვეულებრივად მომგებიან ადგილას ვართ, რაც აიოლებს ტვირთების მიწოდებას სხვადასხვა მიმართულებით. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და მზადება დავიწყოთ აქედანვე”, – აცხადებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანა კვარაცხელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system