თავში

რა შეცვალა კორონავირუსმა ეკონომიკურ რეიტინგებში

რა შეცვალა კორონავირუსმა ეკონომიკურ რეიტინგებში
რა შეცვალა კორონავირუსმა ეკონომიკურ რეიტინგებში

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები ბოლო პერიოდში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს სიზუსტით ვერ ასახავს. კერძოდ, იგი ფიქრობს, რომ კორონავირუსულ პერიოდში რადიკალურად შეიცვალა ეკონომიკური მოდელები და რეიტინგები მთლიანად გადაეწყო, რამაც შეიძლება ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

,,რასაკვირველია, ეკონომიკური მოდელები მთლიანად გადაეწყო. ჩვენ რამდენი ხანია დავრწმუნდით, რომ იგივე სარეიტინგო კომპანიები, რომლებიც აკეთებენ პროგნოზებს, ანიჭებენ საინვესტიციო და საკრედიტო რეიტინგებს, არაეფექტურები გახდნენ. ისინი აფასებენ ყოველთვის მოძველებული სტანდარტებით ანუ ბიზნესის და სოციუმის განვითარება ეკონომიკური განვითარების პროგრესს ვერ ეწევა. ხოლო იმის გამო, რომ მათი შეფასების სტანდარტი სწრაფად მოძველდა, შეფასებები თითქმის მცდარია და შეიძლება მავნებელიც იყოს, ვიდრე პროგრესული. ამ შემთხვევაში ჩვენთან ცუდადაა საქმე, რადგან მთავრობას ვერ წარმოუდგენია, როგორი იყოს ეკონომიკური მოდელი, აბსოლუტურად არაჯანსაღ და შეიძლება მცდარი შეხედულება აქვთ ეკონომიკის მომავალ მოდელზე, როცა აკეთებენ აქცენტს ისევ ტურიზმზე, რომლის აგონია და კომა გაგრძელდება მინიმუმ, 5 წელი და ამაზე ახლა აქცენტის გაკეთება სწორი არ არის“, - აცხადებს ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებთან დაკავშირებით მეტ საფრთხეშია განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა, ამიტომ კრიზისზე ადაპტირებული მოდელების დანერგვა საჭირო გახდება, რაც შეფასებების გავლენის რისკს მეტ-ნაკლებად შეამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system