თავში

რა შეზღუდვები რჩება ქვეყანაში

რა შეზღუდვები რჩება ქვეყანაში
რა შეზღუდვები რჩება ქვეყანაში

"საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში.

შეზღუდვები გრძელდება შემდეგი მიმართულებით:

  • საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა
  • რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ
  • სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება

ცნობისთვის, დღეს პრემიერიმა ღია ტიპის ბაზრობების გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ კომპრომისია მოსაფიქრებელი, რადგან მოქალაქეებს სოციალური პროტესტი აქვთ.

"ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვართ იძულებულები, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის," - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, თუმცა, პრემიერის განმარტებთ, არც ერთ შემთხვევაში, ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველო თუ არის წარმატებული კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ რიგში, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად 2, 5 და შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახი არჩინონ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system