თავში

რა შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

რა შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა
რა შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პანდემიასთან დაკავშირებული დამატებით შეზღუდვების შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ პირბადის გამოყენებაზე ადმინისტრაციული კონტროლი გამკაცრდება.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შეზღუდვა დაწესდეს გადაადგილებაზე. ასევე მთავარობა განიხილავს სავაჭრო ობიექტების სამუშაო საათების შემცირებას. მაია ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შეზღუდვები მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ეპიდემილოგების განმარტებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ვირუსის მართვის პროცესში. 

"ყველაზე ეფექტური საშუალება კვლავ არის პირბადე და დისტანციის დაცვა. ეს არის დაწესებული შეზღუდვეა, რომლის ფარგლებშიც, გარეთაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება და ამ მხრივ კიდევ უფრო გამკაცრდება ადმინისტრაციული კონტროლი, იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს, რომელიც შეანელებს ვირუსის გავრცელებას. ეს არის, ის მარტივი მოთხოვნა, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. 

რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს. ვიცით უკვე, თვეების განმავლობაში ეპიდემიოლოგებისგან, რომ ერთ-ერთი მთავარი არის მობილობის შემცირება, სწორედ მობილობის შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯი დამატებითი, შესაძლო შეზღუდვებით. ეს შეიძლება იყოს გადაადგილების საათების შეზღუდვის გაზრდა. მეორეს მხრივ კონკრეტული სამუშაო დღეების და სამუშაო საათების, ან არასამუშაო საათების განმავლობაში სავაჭრო ობიექტების შეზღუდვა და დახურვა. ეს არის ის შეზღუდვები, რაც მოქმედების მსოფლიოში და ამ შეზღუდვების გარკვეული კომპბინაცია არის შესაძლებელი. ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორეს მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს" - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ შეზღუდვები შეეხოს შაბათ-კვირას, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია. 

„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე, ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ფართომასშტაბიანი სისტემური შეზღუდვების დაწესებას არ პირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system