თავში

რა თანხის გადახდა მოუწევთ ფიზიკურ პირებს Booking.com-ზე

რა თანხის გადახდა მოუწევთ ფიზიკურ პირებს Booking.com-ზე
რა თანხის გადახდა მოუწევთ ფიზიკურ პირებს Booking.com-ზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რეგისტრაციის პორტალის – BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფიზიკური პირი, რომელიც ბინას booking.com-ის საშუალებით აქირავებს, მის მიერ გადახდილ თანხას booking.com აქამდეც 15-25%-მდე ბეგრავდა, ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში 1 აგვისტოდან უნდა შევიდეს, სწორედ ამ თანხის 18%-ის გადახდა მოუწევს უშუალოდ booking.com-ს.

“იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შემოსავალი booking.com-დან პირობითად თვეში 1000 ლარი, ამ შემთხვევაში 15%-ის გადახდა უწევდა პლატფორმისთვის, რაც არის 150 ლარი. ახალი რეგულაციით, ამ 15%-ის, ანუ 150 ლარის 18% უნდა გაიხადოს, რაც არის 27 ლარი. ანუ გამქირავებელს 150 ლარის ნაცვლად 177 ლარის გადახდა მოუწევს", - აცხადებს კომპანია booking master-ის წარმომადგენელი თამარ კონცელიძე.

ცვლილებები დღგ-ს 18%-ის გადახდას ფაქტია თავად უცხოურ კომპანიებს ავალდებულებს. თუმცა როგორც ის სუბიექტები ყვებიან, რომლებიც სწორედ booking.com-ით აქირავებენ ბინებს, იმ წერილში, რომელიც პლატფორმამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ამ გადასახადის გადახდას booking.com-ის ადმინისტრაცია ფიზიკურ პირებს ავალდებულებს.

აქვე გაცნობებთ , რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დღგ-ის საანგარიშო პერიოდის განსაზღვრისა და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system