თავში

რა ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოიფიქრეს საგადასახადო კანონმორჩილებისთვის

რა ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოიფიქრეს საგადასახადო კანონმორჩილებისთვის
რა ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოიფიქრეს საგადასახადო კანონმორჩილებისთვის

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა იმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.


როგორც ფინანსთა სამინისტროდან გვაცნობეს, ღონისძიებას IOTA-ს პრეზიდენტი ჯორჯ პიცილისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე გახსნიან.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს IOTA-ს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგადასახადო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ამერიკული ცენტრის, დასავლეთ აფრიკის საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ბიზნესის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდება გამოფენილ პროდუქტებს შორის ყველაზე მოწონებული, საგადასახადო კანონმორჩილების მიმართულებით შექმნილი ციფრული გადაწყვეტა, ხოლო, ერთ-ერთ სესიაზე გამოვლენილი პროდუქტის წარმომდგენს, მიეცემა შეთავაზება გააკეთოს პროდუქტის ტექნიკური დემონსტრაცია დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

კონფერენციის ნაწილში, დღის წესრიგით, გათვალისწინებულია ცხრა სესია, რომელიც დაეთმობა ძირითადი საკითხების პრეზენტაციებს, დებატებსა და ინტერაქტიულ სამაგიდო სესიებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან პრაქტიკულ გადაწყვეტებთან, რაც უკავშირდება ელექტრონული ტრანზაქციის განხორციელებას, რეალურ დროში ანგარიშგებას, მაღალი ფისკალური რისკის მქონე საქონლის მოძრაობის მონიტორინგს, ელექტრონულ საგადასახადო პორტალებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system