თავში

რა უჭირს აგროტურიზმს

რა უჭირს აგროტურიზმს
რა უჭირს აგროტურიზმს

აგროტურიზმში ჩართული ფერმერებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საგადასახადი ტვირთია, რადგან ეპიდემიის გამო  ფერმერების გადახდისუნარიანობა გაუარესედა. როგორც აღმოჩნდა, ფერმერების  ნაწილისთვის ამ ტიპის დახმარება ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა დამატებით პრობლემას ისინი ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას მიიჩნევენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მთიან რეგიონში მცხოვრებლებს უჭირთ.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი ზებურ ბოლქვაძე ამბობს, ტურიზმიდან შემოსავალი covid-19-ის გამო განულდა და ძირითადად სოფლის მეურნეობის იმედად დარჩა.

ახლაც, ტურიზმში არსებული პრობლემის მიუხედავად, ზებურ ბოლქვაძე ბიზნესის გაფართოებას აპირებს. ინფორმაცია, რომ მთავრობა აგროტურიზმში ჩართულ ფერმერებს დაეხმარება, ზებურ ბოლქვაძემ report.ge-გან შეიტყო და საკმაოდ იმედიანადაც განეწყო.

,,ძალიან კარგი იქნება, თუკი სიტყვა საქმედ იქცევა და მთავრობა რეალურად დაგვეხმარება. ხელშეწყობა თუ მექნება, პირველ რიგში, ალბათ, საოჯახო მარანს მივხედავ, დიდი რესურსია გაფართოებისთვის და მინდა ეს შანსი გამოვიყენო. ვგეგმავ საჯახო სასტუმროს განახლებაც, რაც დამატებით ხარჯს მოითხოვს. ტურიზმის გარდა, ფერმერულ მეურნეობას მივსდევთ, თამბაქო და ბოსტნეული მოგვყავს, წინა წლებში კივი გავაშენეთ. ეს რომ არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან ტურიზმიდან შემოსავალი საერთოდ შეგვიწყდა. თუმცა საშემოსავლო გადასახადს ვიხდით და თუკი შეღავათს დაგვიწესებენ, დიდი შვება იქნება. დიდი პრობლემაა ტექნოლოგიების მხრივაც, ძირითადი სამუშაოები კვლავ ხელით სრულდება, რაც დიდ შრომას მოითხოვს. ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავრობა თუნდაც ერთი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება, დიდ შეღავათს გაგვიწევს", - ამბობს ფერმერი. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, აგროტურიზმში ჩართულმა ფერმერებმა შესაძლოა საშეღავათო პირობებით ისარგებლონ. რა ტიაგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დღგ- ს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system