თავში

რა უჭირს სამეწარმეო ბიზნესს

რა უჭირს სამეწარმეო ბიზნესს
რა უჭირს სამეწარმეო ბიზნესს

coviid-19-ის გამო შექმნილი სიტუაციიდან ბიზნესი გამოსავალს ეძებს. მეწარმეების ნაწილმა ამ გამოწვევას თავი მეტნაკლებად გაართვა, რომელთა შორისაა გარდაბანში მცხოვრები ბიზნესმენი პაატა რაჭველიშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხის საამქროსა და ბოსტნეულის სათბურს ფლობს. რაჭველიშვილი ამ დროისთვის ყველაზე დიდ პრობლემაც კვალიფიციური კადრების დეფიციტს მიიჩნევს, რის მოგვარებასაც დამოუკიდებლად, მომსახურე პერსონალის პროფესიული გადამზადებით ცდილობს.

როგორც მეწარმე აღნიშნავს, ეპიდემიური სიტუაციის გამო შექმნილ კრიზისს თავი დააღწია, რასაც სტრატეგიის შეცვლით მიაღწია. კერძოდ, პაატა რაჭველიშვილმა ყვავილების სათბურიდან აქცენტი ბოსტნეულ კულტურებზე გადაიტანა. ამ დროისთვის მან ვარდი 100%-ით ჩაანაცვლა სალათის ფოთლებით და წარმოება მნიშვნელოვნად გააფართოვა. 

,,ეპიდემიისას არ გავჩერებულვართ, მალევე მოვეგეთ გონს და ონლაინ-გაყიდვები წამოვიწყეთ, რამაც საწყის ეტაპზე გაკოტრებისგან გვიხსნა. ამ ეტაპზე სალათის ფოთლებს ვაწარმოებთ. გავქვს პარალელურად ხის საამქრო, სადაც გადამუშავებიდან მ იღებული ნარჩენებით სათბურს ვათბობთ. მომგებიანი ინვესტიცია აღმოჩნდა, ახალი ჯიშებიც შემოვიტანეთ, ველოდებით, როგორ მიიღებს ქართული ბაზარი. პანდემიის მიუხედავად, მეტი ადამიანი დავასაქმეთ, სპეციალისტი არ გვყავს და მათ გადამზადებაზეც კი ვმუშაობთ, პროფესიული კადრები ყველაზე დიდი პრობლემაა. მაღალ დონეს რომ მიაღწიოს წარმოებამ, მომსახურე პერსონალს შესაბამისი კვალიფიკაცია სჭირდება. რაც შეეხება დასაქმებას, ადგილობრვ მოსახლეობაზე გვაქვს აქცენტი, ისედაც გაჭირვებაა და გადაადგილება შეზღუდულია. სამუშაო ადგილები არ შეგვიმცირებია, მეტიც პანდემიურ პერიოდშიც კი თანამშრომლებს ვამატებთ. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი ახლა გადარჩენის რეჟმშია. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან გამოგვადგა ონლაინ გაყიდვები, ამ მიმართულებით გავაძლიერეთ მუშაობა. თავდაპირველად ვარდით დავიწყეთ, ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვით, ვის სჭირდება ყვავილი, როცა ასეთი პანდემიაა ქვეყანაში?!  ამიტომ ბოსტნეულზე გადავერთეთ. ყვავილებს ახლა მხოლოდ ინტერიერის გალამაზების ფუნქცია მივანიჭეთ. ალბათ, ეს დროც დაბრუნდება, მაგრამ პანდემიისას ყვავილების ბიზნესი აშკარად წამგებიანია", - ამბობს მეწარმე. 

ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 ნოემბრის მონაცემებით,  სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system