თავში

რა უჯდება ფერმერს მოსავლის მოყვანა

რა უჯდება ფერმერს მოსავლის მოყვანა
რა უჯდება ფერმერს მოსავლის მოყვანა

ბოსტნეული კულტურების მოსავლის მოყვანის ხარჯი 1 ჰექტარზე საშუალოდ 8 000-10 000 ლარის ფარგლებშია. ხოლო მიღებული მოსავლის ღირებულება 1500-18 000 ლარს აღწევს. ამის შესახებ მონაცემი აგროექსპერტთა ასოციაციამ მოგვაწოდა. 

ასოციაციის აგრონომის, ნინო ჭიორელის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იმპორტული ბოსტნეული კულტურები ადგილობრივით ჩანაცვლდეს. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხარდაჭრასაც, რაც საბოლოოდ სოფლის მეურნეობის დარგს საქართველოში მაღალ დონეზე განავითარებს.

როგორც ჭიორელი report.ge-თან აღნიშნავს, ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი 3-5 ჰა მიწის ფართობს ფლობს და ხელშეწყობის შემთხვევაში, შესაძლებელია ეს რესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული.

,,მართალია, დიდი როლის აკისრია ფერმერს, მაგრამ გაცილებით მეტი შედეგი მიიღწევა, თუ ვალდებულებები გადანაწილდება. განსაკუთრებით ახლა, როცა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ. ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ფერმერისთვის და ეკონომიკური განვითარებისთ მხრივაც. ინტერესი ძალიან მაღალია, რასაც ადასტურებს ჩვენს ასოციაციაში ფერმერების და მოყვარულების მაღალი მომართვიანობა. გვაქვს რესურსი, რომ  კარტოფილის იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ. დიდ შედეგს მივაღწევთ სხვა ბოსტნეული კულტურების შემთხვევაშიც, თუკი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა. ბოლო პერიოდში აქცენტი კეთდება ხორბალზეც, ძველი გამორჩეული ჯიშები გვაქვს და შეიძლება მათი აღდგენა და ჩანაცვლება მოხდეს, ამიტომ ნებისმიერ დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რაც დარგს განვითარებაში დაეხმარება", - აცხადებს ნინო ჭიორელი.

რაც შეეხება მოსავლიანობისა და გასაწევი ხარჯის თანაფარდობას, აგროექსპერტთა ასოციაციის გათლით ასეთია: 1 ჰა-ზე 50 ტონა კომბოსტოს მიღებაა შესაძლებელი, რაც 9416 ლარის ხარჯს მოითხოვს, მოსავლის ღირებულება 24 ათასი ლარია, აქედან მოგება 14 584 ლარს შეადგენს. სტაფილოს შემთხვევაში, მოსავლიანობა 40 ტონაა, ხარჯი - 6468 ლარს შეადგენს, საიდანაც ფერმერს 5532 ლარის მოგების  მიღება შეუძლია. 1 ჰა-ზე კარტოფილის მოყვანის ხარჯი კი 10 670 ლარია, რაც 30 ტონა მოსავლის და 8929 ლარის მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა. 50 ტონა პომიდორი მიიღება 1 ჰა მიწის ნაკვეთზე, რაც 9416 ლარის ხარჯს მოითხოვს, ხოლო მოგების სავარაუდო ღირებულება 18084 ლარია. კიტრის შემთხვევაში, მოსავლის მოცულობა 40 ტონას შეადგენს, ხარჯი 1400 ლარია, რაც 5805 ლარის მოგებას ტოვებს.


რაც შეეხება საოჯახო მეურნეობებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი უმეტესობა მცირემიწიანია, როგორც აგროექსპერთა ასოციაციაში განმარტავენ, ოჯახისთვის სამყოფი მოსავლის მიღების შესაძლებლობა თითქმის ყველას აქვს, თუკი შესაბამისი შრომა გაიწევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system