თავში

რა უპირატესობები აქვს ობლიგაციებში ინვესტირებას

რა უპირატესობები აქვს ობლიგაციებში ინვესტირებას
რა უპირატესობები აქვს ობლიგაციებში ინვესტირებას

ობლიგაცია ინვესტირების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. სხვადასხვა კომპანია ობლიგაციების გამოშვებით ფულს სესხულობს. როცა ინვესტორი ობლიგაციებს ყიდულობს ის თავის ფულს სესხულობს იმ კომპანიას, რომლის ობლიგაციასაც ყიდულობს. ამის სანაცვლოდ, ობლიგაციის გამომშვები კომპანია ინვესტორს სთავაზობს წინასწარ განსაზღვრული პროცენტის, ანუ კუპონის და ნომინალური ღირებულების (ობლიგაციაში ჩადებული ძირი თანხის) დაფარვას.

ობლიგაციები შეიძლება გამოუშვას სახელმწიფომ, მუნიციპალურმა თუ კერძო კომპანიამ. 

რა უპირატესობა აქვს ობლიგაციის შეძენას:

1. ნაკლებრისკიანობა: აქციებისგან განსხვავებით, ობლიგაციები დაბალრისკიანობის გამო სანდო ინვესტიციადაა მიჩნეული, რადგან აქციებთან შედარებით, მათი ფასები ნაკლებად მერყეობს. კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში, ჯერ კომპანიის მხრიდან მისი ვალდებულებების გასტუმრება ხდება და დარჩენილ ნაწილს აქციონერები ინაწილებენ. 

2. შემოსავლიანობა: ობლიგაციები ინვესტორს წინასწარ განსაზღვრულ ფიქსირებულ სარგებელს სთავაზობს. ობლიგაციებზე არსებული განაკვეთები ხშირ შემთხვევაში, აღემატება დეპოზიტების განაკვეთებს. 

3. დივერსიფიკაცია: ობლიგაციები პოტენციური ინვესტორისთვის პორტფელის დივერსიფიცირებას, ანუ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ ინვესტორი აქციებსაც ფლობს, რომლებიც, მართალია, უფრო რისკიანია, თუმცა მეტ სარგებელს იძლევა, მათთან ერთად ობლიგაციების შეძენა ინვესტორს ფორტფელის ჯამურ ფინანსურ რისკებს დაუზღვევს და წაგების საფრთხეს შეამცირებს. დივერსიფიკაციების მიმართ ფინანსისტებს სხვადასხვაგვარი მიდგომა აქვს, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ფორტფელის განაწილება 60% აქციებში / 40% - ობლიგაციებში ყველაზე დაბალანსებულ მიდგომაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system