თავში

რა ვალი დარჩა ტურიზმს

რა ვალი დარჩა ტურიზმს
რა ვალი დარჩა ტურიზმს

ეპიდემიის გამო დაკეტილი ტურისტული ბიზნესი, კერძოდ, რესტორნები და სასტუმროები, დისტრიბუციის ვალს ვერ იხდიან. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას თქმით, ეს არის მილიონობით ლარის ვალდებულება, რომლის ამოღებაც დიდ პრობლემასთანაა დაკავშირებული. 

აღნიშნული საკითხზე ყურადღების გამახვილებას სადისტრიბუციო ბიზნესი კონკურენციის სააგენტოსგან ელოდა, თუმცა, როგორც ჭყონია ამბობს,  სააგენტოს რეკომენდაციებში გადახდებთან დაკავშირებით არაფერი თქმულა. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. დისტრიბუციის ზარალი კი მატულობს.

,,სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით და დრო მოვა, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ბევრი კომპანია, რომელიც სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესს ემსახურებოდა, პრობლემის წინაშია, მილიონობით ლარია ამოსაღები, რომელსაც ან მივიღებთ ან - არა. ვალის ამოღებისას დაბრკოლებას ვაწყდებით იმის გამო, რომ ობიექტები შპს-ებად არის რეგისტრირებული. ხოლო ასეთ სუბიექტებს ქონება, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. ,,პოპული" ისე დაიკეტა, რომ ვერავინ შეძლო მისგან ვალის ამოღება. ახლაც ეს საფრთხეა. სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესს ქონება არ დარჩათ საკუთრებაში, მარტო ერთ-ერთი მსხვილი კომპოანიის ვალი 0,5 მილიონია კონკრეტულ სექტორში, რომლის ამოღებაც ჭირს", - აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით, გადახდებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვთ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთანაც, რადგან ვალს დროულად არ იხდიან, რის გამოც დისტრიბუცია მომწოდებლების წინაშე ვალდებულებას ვერ ისტუმრებს.  

,,რეგულაციების დონეზე მოსაწესრიგებელი საკითხია, ამ პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. საქმის კურსში იყო კონკურენციის სააგენტო, მაგრამ ეს საკითხი მაინც დარჩა მონიტორინგის მიღმა. ამ პერიოდშიც კომპანიების 80% თანხების ჩარიცხვას აგვიანებს. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ ვერც სასამართლოს მივმართავთ, რადგან სანამ  საჭირო პროცედურები გაივლის, ეს თანხა, შეიძლება ჩაირიცხოს, მაგრამ აქ საუბარია გადახდის ვადიანობაზე. როდესაც გადახდას 1 კვირით ან მეტი ხნით აგვიანებენ, მუშაობაში დისტრიბუციას ხელი ეშლება. 1 დღეც კი სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია, როცა მომწოდებლებისთვის ვალდებულებების გადახდა გრაფიკით გვიწევს", - აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system