თავში

რა ვიყიდეთ და გავყიდეთ თურქეთში

რა ვიყიდეთ და გავყიდეთ თურქეთში
რა ვიყიდეთ და გავყიდეთ თურქეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში ფეროშენადნობთა ექსპორტი გაიზარდა. თუ 2019 წელს თურქეთში საქართველოდან 7 081.3 ტონა ფეროშენადნობი გავიდა, წელს ამ საქონლის ექსპორტმა 13 346.0 ტონა შეადგინა.

საექსპორტი საქონლიდან თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი საქართველოდან თურქეთში გატანილი ხორცის, თევზისა და კიბოსნაირების ფქვილისა და გრანულების ექსპორტი.

შემცირებულია საქართველოდან თურქეთში ტრიკოტაჟის ნაწარმისა და მზა ნაქსოვი ტანსაცმლის ექსპორტი.

რაც შეეხება, თურქულ იმპორტს საქართველოში, 5 უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტიდან, გაზრდილია თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი შავი ლითონების მილების, მილაკებისა და ღრუ პროფილების, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, ხოლო შემცირებულია სამკურნალო საშუალებების, მზა ტანსაცმლისა და თარგების, ასევე მეტალოკონსტრუქციების იმპორტი.

ფულად გამოსახურებაში საქართველოდან თურქეთში ექსპორტი შემცირებულია. 2020 წლის ოთხ თვეში საქართველოდან თურქეთში ჯამში დაექსპორტდა 63 272.8 ათასი დოლარის საქონელი, მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში საქართველოდან თურქეთში გავიდა 78 128.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია.

ფულად გამოსახულებაში თურქეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირებულია. თუ 2019 წელს თურქეთიდან საქართველოში 452 957. 2 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ამავე დროის მონაკვეთში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირდა 406 027.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი.

საქართველო-თურქეთის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები იხილეთ ცხრილში:

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (469.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (395.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (367.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system