თავში

რაჭაში 1440 ტონა ყურძენია ჩაბარებული

რაჭაში 1440 ტონა ყურძენია ჩაბარებული
რაჭაში 1440 ტონა ყურძენია ჩაბარებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში 1440 ტონა ყურძენი – მუჯურეთული და ალექსანდროულია ჩაბარებული.

სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს 18 ლოკაციაზე იბარებს.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.

რაჭაში უნიკალური ყურძნის ჯიში ალექსანდროული და მუჯურეთული ხარობს, საიდანაც ხვანჭკარა მზადდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system