თავში

რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

​რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს
რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

რაჭაში ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი დაიწყო. მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა. ღონისძიების ინიციატორებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

მავნებელთან ბრძოლის პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება თერმული ნისლით წამლობა.

აღნიშნულ რეგიონში მავნებლის გავრცელების არეალისა და მასშტაბის დადგენის მიზნით, მონტაჟდება მონიტორინგის სისტემები. 

ღონისძიება ითვალისწინებს ასევე ფუტკრის დაცვას, ამ მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს მეფუტკრე ფერმერებთან, რომელთაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დასაცავად შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ.

მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system