თავში

რაჭაში მთავრობა ყველა დამსვენებელსა და განთავსების ობიექტს დაეხმარება

რაჭაში მთავრობა ყველა დამსვენებელსა და განთავსების ობიექტს დაეხმარება
რაჭაში მთავრობა ყველა დამსვენებელსა და განთავსების ობიექტს დაეხმარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად შესაძლო დამდგარი საჭიროებების იდენტიფიცირება და დამსვენებლების საჭიროებების დადგენა, რათა საჭიროებისამებრ მთავრობამ სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება თითოეულ მათგანს. ადმინისტრაცია რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ იმ დამსვენებლების მიმართ, რომლებიც ამ დროისათვის სტიქიის ზონაში იმყოფებიან, რომელთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

„პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან. მოგეხსენებათ, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია შესული და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან, ადამიანებისგან ვინც, იქ ისვენებს იმისთვის, რომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება დაუდგა სტიქიიდან გამომდინარე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა და გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system