თავში

რაჭაში სტიქიის ზარალის ანაზღაურებას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება

რაჭაში სტიქიის ზარალის ანაზღაურებას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება
რაჭაში სტიქიის ზარალის ანაზღაურებას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება

"რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდეს,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში სტიქიის შედეგების ადგილზე გაცნობისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საბოლოო ჯამში ზიანი ძალზედ სერიოზულია.

„მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით 30 მლნ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 12 სოფელი იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით კი 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა 8 სოფელი კვლავ რჩება.

მისივე თმით, სოფლებსი ელექტროენერგიის აღდგენა ერთ კვირაშია შესაძლებელი.

„ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა სოფლებთან, როგორიც არის ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან კავშირის აღდგენას მინიმუმ, ერთი თვე დაჭირდება“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ და პატარა ღებში რამდენიმე მოსახლე მეწყერსაშიშ ზონაშია და ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system