თავში

რამ განაპირობა ეკონომიკის ზრდა

რამ განაპირობა ეკონომიკის ზრდა
რამ განაპირობა ეკონომიკის ზრდა

"სექტემბრის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული.რაც შეეხება კაპიტალური ხარჯების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 86%-ით გაიზარდა და 489.7 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, ეკატერინე მიქაბაძის ცნობით, ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც გაუმჯობესდა, მათ შორის, 15.2%–ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
"ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მატება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება", – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, "საქსტატის" ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%–ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5%–ს პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება 2019 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდას, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%–ით განისაზღვრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system