თავში

რამ შეჭამა ლარი - გაუფასურების მიზეზები და რეკომენდაციები

რამ შეჭამა ლარი - გაუფასურების მიზეზები და რეკომენდაციები
რამ შეჭამა ლარი - გაუფასურების მიზეზები და რეკომენდაციები

ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება სავალუტო ბირჟებზე პანიკამ გამოიწვია. როგორც წესი ნებისმიერი ბიზნესმენი, როემლსაც დოლარი ჭირდება თავისი საქმიანობისთვის, ასეთ დროს წავა და არსებულ ლარებს გადაახურდავებს დოლარებში, რატომ? იმიტომ, რომ დანამდვილებით იცის, რომ უახლოეს მომავალში ბაზარზე დოლარი დეფიციტში იქნება. ასე ჭამს დოლარი ლარს ჩვენივე ხელშეწყობით," - ასეთია ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტისთვის.

შოთა გულბანის თქმით, ბიზნესმენები  ვინც იმპორტული საქმიანობით არიან დაკავებული და რომლებიც ანალოგიურად მოიქცევიან პანიკურ ფონზე, საქართველოში უმრავლესობაში არიან. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ერთობლივი მოთხოვნა იზრდება დოლარზე, რაც პირდაპირ ურტყამს ლარს. ასეთ დროს, გულბანის თქმით, ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

"ეკონომიკაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება ალტერნატივების განხილვას. რამდენიმე კვირის წინ მთავრობის წინაშე იყო ორი უმნიშვნელოვანესი ალტერნატივა, რომელიც კორონავირუსსა და ეკონომიკურ სტაბილურობას შორის გადიოდა. ხელისუფლებას შეეძლო, რომ შედარებით ნაკლებად შეეზღუდა ეკონომიკურ აქტივობა და ამით ვირუსის გავრცელების არეალი გაეზარდა, ან მიეღო უკიდურესი ზომები და პრიორიტეტად დაესახა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. საქართველოს მთავრობამ ეს უკანასკნელი მიიჩნია პრიორიტეტად, რაც ჩემი აზრით ოპტიმალური და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან (ჯვარი გვწერია) თუ ჩვენთანაც იტალია განმეორდა და ნახევარი საქართველო დასნეულდა (ვუტრირებ) მერე ეკონომიკური კრახი მაგას ავტომატურად მიყვება. შესაბამისად დროული პრევენციული ღონისძიებების მიღება იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად აშშ-სთვის ჯერ კიდევ პრიორიტეტი ეკონომიკური სიდიადის შენარჩუნებაა და რადიკალურ ზომებს ჯერ კიდევ არ ღებულობენ. დრო გვიჩვენებს რა მოხდება ამერიკაში ამ მიდგომით," - განმარტავს გულბანი და მიიჩნევს, რომ ქართული ფინანსური სისტემა არადივერსიფიცირებული, მხოლოდ ბანკებზე და საბანკო ინსტრუმენტებზეა კონცენტრირებული, რის გამოც გულბანის, თქმით, შოკებისთვის პრაქტიკულად არასდროს არ ვართ მზად.

გულბანი მიიჩნევს, რომ  დამცავი მექანიზმები წინასწარ უნდა იყოს დანერეგილი. 

"პირობითად ბიზნესის უდიდესმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს ფიუჩერსული ან ფორვარდული გარიგებები და ეს მარეგულირებელს არ აღელვებს. რომ აღელვებდეს 2014 წელს, როცა კურსმა დაიწყო გაუფასურებები, იქიდანვე უნდა უნდა ყოფილიყო დღის წესრიგში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვა, რაც მინიმუმამდე შეამცირებდა სავალუტო რისკებს ბიზნესისთვის. (კიბატონო რეალურად მანამდე უნდა ეზრუნათ ამაზე) როცა ჩვენს ბიზნეს სექტორში ფინანსური ცნობიერების საშუალოზე დაბალი დონეა, ამ შემთხვევაში მარეგულირებლის როლი ძალიან დიდია და როცა ვოლატილურობის ხარისხი მაღალია, აუცილებლად უნდა დავნერგოთ სპეციალური ინსტრუმენტები და ამასთან მოვახდინოთ საფინანსო სექტორის დივერსიფიკაცია, ეს პირდაპირ კავშირშია ლარის კურსის სტაბილურობასთან გრძელვადიან პერიოდში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, უნდა განვავითაროთ კაპიტალის ბაზრები და ქვეყანა რეგიონის და მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად ვაქციოთ!" - გვიხსნის "აფბას" პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system